საზოგადოება
19.08.19 16:10
ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორის, პაატა სალიას თქმით, სამაუწყებლო კომპანიის ყიდვის სურვილი ამ დრომდე [15:00, 19 აგვისტო] არავის გამოუთქვამს. სალიას თქმით, მსურველის გამოჩენას დღის ბოლომდე დაელოდებიან. იმ შემთხვევაში კი, თუ ტელეკომპანიის შესყიდვის მსურველი არავინ იქნება, სამომავლო გეგმებს ქიბარ ხალვაში და პაატა სალია საზოგადოებას, სავარაუდოდ, ხვალ გააცნობენ.
ერთადერთი, ვინც ამ დრომდე საჯაროდ გამოთქვა “რუსთავი 2-ის” ყიდვის სურვილი, ღიად პრორუსული მედიასაშუალება “საქინფორმის” რედაქტორ არნო ხიდირბეგიშვილია. ამის შესახებ ხიდირბეგიშვილი თავისი გამოცემის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მიმართვაში წერს.
“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა პაატა სალიას და ჰკითხა, განიხილებოდა თუ არა ღიად პრორუსული მედიასაშუალების რედაქტორისთვის “რუსთავი 2-ის” მიყიდვის საკითხი, რაზეც არხის გენდირექტორმა თქვა, რომ დეტალურად იმის შესახებ, თუ ვის მიჰყიდიან ტელევიზიას და ვის არა, ხვალ განაცხადებს. სალიამ ასევე აღნიშნა, რომ ხიდირბეგიშვილს საგარანტიო თანხა არ წარმოუდგენია.
12 აგვისტოს ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ამჟამინდელმა მფლობელმა, ქიბარ ხალვაშმა განაცხადა, რომ სამაუწყებლო კომპანიის გაყიდვას გეგმავს. ქიბარ ხალვაში აღნიშნავდა, რომ ერთადერთი, ვისათანაც ტელეკომპანიის გაყიდვაზე არ აპირებს საუბარს, “რუსთავი2-ის” ყოფილი არაფორმალური მფლობელი და მმართველი მიხეილ სააკაშვილი იქნება.
ხალვაში ასევე აცხადებდა, რომ პოლიტიკური თუ სხვა ხასიათის მანიპულაციების თავიდან ასაცილებლად, ისაუბრებს მხოლოდ იმ პირებთან, ვინც წარმოადგენს საკუთარ განზრახულობათა სერიოზულობის დასტურს, რაც შეიძლება იყოს საბანკო გარანტია ან სპეციალურ საკონკურსო ანგარიშზე არანაკლებ 1 000 000 აშშ დოლარის თანხის განთავსება.
წყარო : /www. netgazeti.ge/
წაკითხულია : 154
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე...
18:2425.04.24
-
18:0025.04.24
-
17:2725.04.24
-
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
16:5025.04.24
-
16:2225.04.24
-
16:0025.04.24
-
15:3825.04.24
-
თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
15:0025.04.24
-
14:3525.04.24
-
14:1525.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ევროპის სახელით მსჯელობას კრძალავენ
13:4925.04.24
-
13:2625.04.24
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24
-
3 თვის მონაცემებით, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად 379 პირია აღრიცხული
11:0025.04.24
-
10:3725.04.24
-
10:0025.04.24
-
18:0024.04.24
-
17:4024.04.24
-
17:2024.04.24
-
ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდება
17:0024.04.24
-
თორნიკე რიჟვაძე - წელს ტურიზმის მიმართულებით დადებითი დინამიკა იქნება
16:4024.04.24
-
გიორგი ამილახვარმა გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა
16:1824.04.24
-
ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა
15:5324.04.24
-
აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზრდება
15:2024.04.24
-
მამუკა მდინარაძე - წარმოუდგენელია, საკანონმდებლო საქმიანობისთვის ევროსტრუქტურამ სანქციები დააწესოს
15:0024.04.24
-
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
14:3524.04.24
-
ოთარ შამუგიამ ქართულ-ებრაული ინვესტიციით გაშენებული თხილის ბაღი დაათვალიერა
14:1524.04.24
-
კახა კალაძე - სტადიონის მშენებლობაზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მეგაპროექტია
13:5224.04.24
-
პაატა მანჯგალაძე - 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ შეკრება იქნება მიკროავტობუსების აქცია
13:3024.04.24
-
13:1024.04.24
-
12:4724.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ბოლო დროს გვიკრძალავენ დისკუსიას, ფიქრს, განხილვას
11:4024.04.24
-
ოთარ შამუგია სამეგრელოში მეთხილე ფერმერებს შეხვდა
11:2124.04.24