პოლიტიკა

"ეს უკანონო ქმედება, დამატებით სიძნელეებს ქმნის და ახდენს ადამიანების მათი მიწიდან, ოჯახებიდან და მეგობრებისგან მოწყვეტას" - ჯეიმს აპატურაი გუგუტიანთკარის მოვლენებზე

19.08.19 17:10


საოკუპაციო რეჟიმის მიერ გუგუტიანთკარში ე.წ საზღვრის აღმნიშვნელი ღობეების დამონტაჟებას სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი ფეისბუკზე ეხმაურება. აპატურაი ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის სახელით დე ფაქტო ხელისუფლებას მსგავსი ქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ეს ქმედებები უკანონოა და ახდენს ადამიანების მათი მიწიდან, ოჯახებიდან და მეგობრებისგან მოწყვეტას. აპატურაის თქმით, NATO აღიარებს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში:

„რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სამხრეთ ოსეთის რეგიონის დეფაქტო ხელისუფლებამ ქართულ სოფელ გუგუტიანთკარში განაახლა რკინის ღობეების დამონტაჟება და გადაადგილება. ეს უკანონო ქმედება, დამატებით სიძნელეებს ქმნის და ახდენს ადამიანების მათი მიწიდან, ოჯახებიდან და მეგობრებისგან მოწყვეტას. NATO აგრძელებს მოწოდებას, რომ შეწყდეს მსგავსი ქმედებები. NATO აღიარებს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.“- წერს ჯეიმს აპატურაი ფეისბუკზე.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები