პოლიტიკა
20.08.19 15:40
ლიეტუველ პარლამენტართა ჯგუფმა საქართველოში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების აღმართვასთან დაკავშირებით, საქართველოს მხარდამჭერი განცხადება გააკეთა და რუსეთის ფედერაციას მოუწოდა შეწყვიტოს უკანონო ქმედებები.
დოკუმენტს სეიმის სხვადასხვა ფრაქციათა 13 წევრმა მოაწერა ხელი, კერძოდ, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ იუოზას ბერნატონისმა, ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ და ვიცე-სპიკერმა გედიმინას კირკილასიმ, საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩიუსმა, სეიმის წევრებმა ჟიგიმანტას პავილიონისმა, აუდრონიუს აჟუბალისმა, ლაურინას კაჩშიუნასმა, მანტას ადომენასმა, ემანუელის ზინგერისმა, ვიქტორია ჩმილიტე - ნილსენმა, რუტამილიუტესმა, ეგიდიუს ვარეიკისმა, აუშრინე არმონაიტემ, ასევე მმართველი პარტიის "მწვანეთა და ფერმერთა კავშირის" თავმჯდომარემ რამუნას კარბაუსკისმა.
სეიმის წევრთა 13 კაციანი ჯგუფი კიდევ ერთხელ გამოხატავს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მოუწოდებს, რუსეთის ფედერაციას დაიცვას საერთაშორისო სამართლის ნორმები, შეწყვიტოს უკანონო მოქმედებები საქართველოსა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ და სრულად შეასრულოს აღებული საერთაშორისო ვალდებულებები.
სეიმის წევრთა ჯგუფის განცხადებაში დაფიქსირებულია მოთხოვნა გაუქმდეს საქართველოს აფხაზეთის და ცხინვალის (სამხრეთ ოსეთის) რეგიონების „დამოუკიდებლობის“ უკანონო აღიარება, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში დაშვებულ იქნან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ადამიანისუფლებათა საერთაშორისო დამკვირვებლები.
განცხადება ასევე მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას კვლავ აქტიურად იმოქმედოს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხზე.
ლიეტუვის სეიმის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებულ მასალაში ასევე აღინიშნება, რომ პარლამენტართა ჯგუფმა საჯარო განცხადება მოამზადა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ რუსეთის ფედერაციის მიერ წარმოებული პროვოკაციების ფონზე, ოკუპირებულცხინვალის (სამხრეთ ოსეთის) რეგიონისგუგუთიანთკარში უკანონო ბარიერების აღმართვის, საცხოვრებელ ადგილებზე და მათ გარშემო ჰუმანიტარული სიტუაციის გაუარესების, აძვისთავის და ახალუბნის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების, რეგიონში უსაფრთხოების მდგომარეობის შემდგომი დესტაბილიზაციის შემდეგ.
განცხადებაში ასევე დაფიქსირებულია, რომ თერთმეტი წლის წინ საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის სამხედრო ქმედებების დროსოკუპირებული იქნა საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის (სამხრეთოსეთის) რეგიონები, ხოლო აგრესიული სამხედრო ქმედებები და სხვა დ ასხვა პროვოკაციები დღემდე ხორციელდება.
აღსანიშნავია, რომ არსებულ მდგომარეობას ასევე გამოეხმაურა ლიეტუვის სეიმის წევრი, საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ჟიგი მანტასპაილიონისი:
"ლიეტუვა ყოველთვის წარმოადგენდა საქართველოს ძირითად მოკავშირეს დასავლეთში. 11 წლის წინ აგვისტოში, როდესაც რუსეთი შეიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე, ჩვენც ვიყავით ერთადერთი, რომელთაც ვცადეთ დაგვერწმუნებინა ევროკავშირისა და ნატო -ს ქვეყნები, არ მიეტოვებინათ საქართველო მარტო, სამწუხაროდ, მაშინ დასავლეთმა ჩვენი ხმა ვერ გაიგო და გვიან მოახდინა რეაგირებაც -მხოლოდ უკრაინის ოკუპაციის შემდეგ. არშეიძლება რუსეთს მივცეთ ნება, კვლავ გააგრძელოს ჩვენი მოკავშირეების მიმართ პროვოკაციები. ყველანი ვალდებული ვართ რეაგირება მოვახდინოთ საქართველოში მდგომარეობის დესტაბილიზაციის მცდელობებზე. ეჭვი არ მეპარება, რომ ეს საკითხი განხილული იქნება საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ლიეტუვაში მომავალი ვიზიტის დროს, როცა ის მონაწილეობას მიიღებს პრეზიდენტის ვალდას ადამკუსის სახელობის მესამე კონფერენციაში“, - აღნიშნა პავილიონისმა.
წყარო : /www .pia.ge/
წაკითხულია : 109
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
შსს-მ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო რეგულაციების დარღვევის 769 ფაქტი გამოავლინა
12:4022.01.21
-
12:2022.01.21
-
მარინა კალიურანდი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: სამართლიანობამ პოლიტიკაზე გაიმარჯვა
12:0022.01.21
-
ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი "ქართულ ოცნებასთან" მოსალაპარაკებლად პარლამენტში მივიდნენ
11:4522.01.21
-
დღეს საქართველოს პრეზიდენტი ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდება
11:3022.01.21
-
11:1522.01.21
-
11:0022.01.21
-
რუსეთი ამბობდა, რომ ქართველები ოსებისგან დასაცავად დააკავეს – დავის დეტალები
10:4522.01.21
-
10:3022.01.21
-
ცხინვალში სეპარატისტებმა ტერორის რეჟიმი დაამყარეს “თავიანთი ხალხის წინააღმდეგ"
10:1522.01.21
-
10:0022.01.21
-
სალომე ზურაბიშვილი - ვაქცინაზე საქართველო ევროკავშირის მხრიდან სოლიდარულ გადაწყვეტილებას ელოდება
18:0021.01.21
-
17:4021.01.21
-
მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: მათ ეშინიათ სატელევიზიო ბულინგის
17:2021.01.21
-
დავით ჭიჭინაძე - „ოცნება“ უნდა წავიდეს! ეს კი მხოლოდ ახალი არჩევნებით მოხდება
17:0021.01.21
-
შარლ მიშელი სალომე ზურაბიშვილს: მოდით, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი პარტნიორობა
16:4021.01.21
-
16:2021.01.21
-
16:0021.01.21
-
15:4021.01.21
-
"ისტორიისა და იმედის დღეა" - ზურაბიშვილი ბაიდენსა და ჰარისს ულოცავს
15:2021.01.21
-
მაია ბითაძე ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
15:0021.01.21
-
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ვიზიტს გეგმავს
14:4021.01.21
-
თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველომ რუსეთს სტრასბურგის სასამართლოში დავა მოუგო
14:2021.01.21
-
"ყველა, მინუს ელისაშვილი" - ოპოზიციის ახალი ფორმატი და სამოქმედო გეგმა
14:0021.01.21
-
„დეოკუპაციის საკითხი მუდმივად უნდა იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში“ - ზალკალიანი
13:4021.01.21
-
მაია ცქიტიშვილი - ჩვენი მთავარი ამოცანა არსებული გამოწვევების რაც შეიძლება სწრაფად დაძლევა იქნება
13:2021.01.21
-
13:0021.01.21
-
ვიმედოვნებ, ომის დაწყებაზე რუსეთს დაეკისრება პასუხისმგებლობა - ანდრიუს კუბილიუსი
12:4021.01.21
-
12:2021.01.21
-
საქართველოს კიდევ ერთი ვიცე-პრემიერი დავით ზალკალიანი იქნება
12:0021.01.21
-
"2021 წლის ბოლომდე საქართველოში აცრილი უნდა იყოს ჩვენი მოქალაქეების 60%"- პრემიერი
11:4521.01.21
-
11:3021.01.21
-
გიორგი გახარია ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტობას ულოცავს
11:1521.01.21
-
განსხვავებული, ემოციური ადამიანია და თავისებურ სიგიჟეში აღმოჩნდა – მელია ელისაშვილზე
11:0021.01.21
-
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს
10:4521.01.21
-
პარლამენტში დღეს მაია ცქიტიშვილსა და ლევან დავითაშვილს მოუსმენენ
10:3021.01.21