საზოგადოება

"რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელად ნინო შუბლაძის კანდიდატურა განიხილება

20.08.19 16:20


"რუსთავი 2"-ის გენერალური დირქტორი პაატა სალია აცხადებს, რომ ტელეკომპანიიდან რამდენიმე თანამშრომელი, მათ შორის ნოდარ მელაძე გაათავისუფლა, მის ადგილას კი ერთ-ერთ კანდიდატად ნინო შუბლაძე განიხილება.

"ვადასტურებ, რომ ნოდარ მელაძე სამსახურიდან გავათავისუფლე. ეკა კვესიტაძე ამ დროისთვის შვებულებაშია. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ადამიანი ორ ტელევიზიაში ერთდროულად მუშაობდეს? დაანონსდა, რომ ნიკა გვარამიამ ეკა კვესიტაძესთან ერთად ახალი არხი დააფუძნა",- განაცხადა პაატა სალიამ.

მისი თქმით, საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე ერთ-ერთ კანდიდატად ნინო შუბლაძე განიხილება.

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ზე მასშტაბური საკადრო ცვლილებებლი, სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებისა და არხზე ხელმძღვანელობის შეცვლის შემდეგ დაიწყო.

18 ივლისს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა.

როგორც სასამართლოს გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, შეაჩეროს სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლი, რომლის საფუძველზეც ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება მოხდა.

ევროპის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ასევე გადაწყვიტა, რომ ადგილი არ ჰქონია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევას, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლისა და უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის, მათ შორის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და მოსამართლის დამოუკიდებლობისა და მიკერძოებულობასთან დაკავშირებით.

„რუსთავი 2“ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სახელმწიფოს ევროკონვენციის ოთხი მუხლის დარღვევას ედავებოდა. საუბარია სამართლიანი სასამართლოს უფლების, საკუთრების უფლებისა და გამოხატვის თავისუფლების მუხლებზე. „რუსთავი 2“ ითხოვდა, საკუთრებისა და გამოხატვის უფლებების მუხლებთან ერთად, არალეგიტიმური მიზნით კანონით გათვალისწინებული შეზღუდვების გამოყენების მუხლის დარღვევაც დადგენილიყო.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 100


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები