საზოგადოება

სალომე ზურაბიშვილმა, კამპანია Spend Your Summer in Georgia-ს ორგანიზატორებს კახეთში უმასპინძლა

21.08.19 13:00


საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, კამპანია Spend Your Summer in Georgia-ს ორგანიზატორებს კახეთში უმასპინძლა.

პრეზიდენტმა ახალგაზრდების ინიციატივა საჭირო და მნიშვნელოვან ნაბიჯად შეაფასა და სურვილი გამოთქვა, კამპანიაში უფრო აქტიურად ჩაერთოს.

პრეზიდენტის ინიციატივები ეხება საქართველოს ცნობადობის გაზრდას საერთაშორისო ასპარეზზე.

ყოველი საერთაშორისო ვიზიტის დროს, პრეზიდენტიპირადად ხვდება უცხოეთში მცხოვრებ ქართველ სტუდენტებს. ამიერიდან, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით, სტუდენტები საკუთარ უნივერსიტეტებშიშექმნიან საინფორმაციო ბაზას, რომელიც უცხოელ სტუდენდებს საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გააცნობს. ასევე, სალომე ზურაბიშვილი მზადაა, ყოველი საერთაშორისო ტრიბუნიდან ხმამაღლა გააჟღეროს მოწვევა, რათა უცხოელმა დიპლომატებს თუ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს გაუჩნდეთსურვილი - საქართველოში გაატარონ ზაფხული, შემოდგომა თუ სხვა ნებისმიერი სეზონი. spend your summer in Georgia - ს აქტივისტებმა სალომეზურაბიშვილს გააცნეს ახალი სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც კამპანია 4 სეზონის განმავლობაში გაგრძელდება.

Spend your summer in Georgia-ს ამდროისთვის 280 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს სოციალურ ქსელში. ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, პირველი აქტივობა უკვე დაიგეგმა - საქართველოს პრეზიდენტმა სოციალური კამპანიის საინიციატივო ჯგუფის წევრები - მარიამ გუჯაბიძე და მარიამ ჯობავა ვილნიუსში და პარიზში დაგეგმილვიზიტებზე მიიწვია. მარიამ გუჯაბიძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრეზიდენტი ერთვება ასეთ კამპანიაში, რადგან ეს არის ძალიან სწორი დაკარგი მესიჯი როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ასევე უცხოელებისთვის:

„ქალბატონი სალომე მზად არის, რომ ამ კამპანიის შესახებ საერთაშორისოდონეზე გააჟღეროს, მოიწვიოს საერთაშორისო ვიზიტორები და ასევე ჩვენი კამპანიაც დაპატიჟა საერთაშორისო დონის შეხვედრებზე, სადაც შესაძლებლობამოგვეცემა, რომ დაველაპარაკოთ ძალიან საინტერესო ადამიანებს და რეალურად გავაცნოთ ინფორმაცია ჩვენი კამპანიის, ქვეყნის და ტურისტულიპოტენციალის შესახებ. ვფიქრობ რომ ძალიან პოზიტიურად გაჟღერდება ეს ყველაფერი როგორც ქვეყნის შიგნით ასევე ქვეყნის გარეთ.“

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სანამ სხვებს მოუწოდებდა, მან და მისი ოჯახის წევრებმა უკვე დაიწყოს კამპანიის მხარდაჭერა. მისი შვილები და რძალი შვებულებას საქართველოშიატარებენ. ზურაბიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ამ კამპანიას ჰქონდეს უწყვეტი ხასიათი და კიდევ უფრო მეტად განვითარდეს. საინიციატივო ჯგუფის წევრმამარიამ ჯობავამ პრეზიდენტს სამომავლო გეგემბი გააცნო:

„ვგეგმავთ გავაგრძელოთ კამპანია. შემდგომი იქნება შემოდგომა.

პრეზიდენტსაც გავუზიარეთ თურას ვგეგმავთ საინიციატივო ჯგუფის წევრები და მისი მხრიდანაც სრული მზაობა გამოითქვა, რომ ჩვენს კამპანიას მხარს დაუჭერს და სხვა სეზონების განმავლობაშიც შეუწყობს ხელს“.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები