პოლიტიკა

„ღირსეული პარტნიორი 2016“ - საველე სწავლება და დესანტის გადმოსხმა

16.05.16 21:15


ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი 2016“ მიმდინარეობს, რომელშიც 500 ქართველი, 150 ბრიტანელი და აშშ–ის ევროპული სარდლობის 650 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს.

სწავლების პერიოდში, რომელიც 26 მაისამდე გაგრელდება, უკვე ჩატარდა დესანტის გადმოსხმის საჩვენებელი მანევრი, სპეციალურად წვრთნების ჩასატარებლად საქართველოში ჩამოყვანილი ამერიკული მძიმე ტექნიკის დემონსტრირება და ტანკსაწინააღმდეგო სისტემებიდან — AT-4 და SPG-9- საბრძოლო სროლები.

სამხედრო წვრთნების მიზანია ნატოს სწრაფი რეაგირების ბატალიონში (NRF) შემავალი ქართული ასეულის საბრძოლო მზადყოფნის ამაღლება.

სწავლებებში მონაწილეობს ამერიკული სამხედრო ტექნიკა: M1A2 Abrams–ის ტიპის რვა ტანკი, Bradley–ს შვიდი ავტომობილი, C 130–ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავები, „ჰამერის“ ჯიპები, სამედიცინო–საევაკუაციო და სასარდლო–საშტაბო ჯავშანმანქანები.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 55


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები