პოლიტიკა

გიორგი კვირიკაშვილი 17:00 საათზე ბრიფინგს გამართავს

01.08.16 20:55


თბილისის ეროვნულ პარკში პირველი მარკირებული ბილიკი გაიხსნა, იუწყება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო.

მარკირებული ბილიკი შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და ის სოფელ მამკოდას საგურამოსთან აკავშირებს.

„ბილიკის გასწვრივ ვიზიტორებისთვის საკარვე ადგილებიც მოეწყო. მარკირებული ბილიკი სოფელი მამკოდიდან იწყება, გაივლის ვეჯინის ხეობას, დიდველს და სოფელ საგურამოში სრულდება. მისი გავლა ერთ დღეშია შესაძლებელი“, — აღნიშნულია განცხადებაში.

ბილიკის მოწყობისთვის 35 000 ლარი დაიხარჯა. სამუშაოები არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ბორჯომმა“ შვეიცარიის მისიის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა.

თბილისის ეროვნული პარკი საქართველოში პირველი ეროვნული პარკია, რომელიც 1973 წელს შეიქმნა. გარკვეული პერიოდის შემდეგ პარკმა სტატუსი დაკარგა. 2007 წელს ეროვნული პარკის ნაწილისა და საგურამოს ნაკრძალის ბაზაზე პარკს ეროვნული პარკის სტატუსი დაუბრუნდა.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 559


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები