პოლიტიკა
21.08.19 17:00
„რჩება შთაბეჭდილება, რომ საქართველოს მიმართ კრემლის პოლიტიკის საფუძველი ნაკარნახევია პრეზიდენტ პუტინის პირადი ემოციებით - სააკაშვილი პუტინისთვის ისეთი რამაა, რაც ხარისთვის წითელი ნაჭერი“, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, პოლიტიკის ანალიტიკოსმა, საზოგადო მოღვაწემ და მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის ყოფილმა პროფესორმა, ვალერი სოლოვეიმ განაცხადა.
ის ინტერვიუში გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ დეპუტატ გავრილოვის ვიზიტმა თბილისში რუსულ-ქართული ურთიერთობები კიდევ უფრო გაამწვავა და უპასუხა კითხვას, თუ როგორ შეაფასებს რუსეთის პოლიტიკას საქართველოს მიმართ.
„ჩემი აზრით, რუსეთის ოფიციალური ხელისუფლების პოლიტიკა საქართველოს მიმართ უცნაურ ხასიათს ატარებს და არათანმიმდევრულია. რჩება შთაბეჭდილება, რომ საქართველოს მიმართ კრემლის პოლიტიკის საფუძველი ნაკარნახევია პრეზიდენტ პუტინის პირადი ემოციებით.
როგორც ჩანს, პუტინს მოახსენეს, რომ თბილისში მღელვარებების უკან სააკაშვილი დგას. სააკაშვილი პუტინისთვის ისეთი რამაა, როგორც ხარისთვის წითელი ნაჭერი. ამას მოჰყვა საკმაოდ მკაცრი განცხადებები.
ამას გათვლილ, გააზრებულ და საფუძვლიან პოლიტიკას ვერ დავარქმევდი.
პრინციპულად გაუგებარია, რეალურად როგორ უნდა მიაღწიოს რუსეთმა იმას, რისი მიღწევაც უნდა. აღარაფერს ვამბობ იმაზე, საერთოდ მიღწევადია თუ არა ეს მიზნები“, - განაცხადა სოლოვეიმ.
მანვე ისაუბრა პუტინის შეხვედრაზე აფხაზეთში დე-ფაქტო პრეზიდენტის არჩევნებში ერთ-ერთ კანდიდატთან, ხაჯიმბასთან შეხვედრაზე.
„საქართველოსთვის აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ ჩამონტაჟებული ნაღმებია. პუტინმა იცის, რომ ეს თემები ქართული საზოგადოებისთვის და პოლიტიკოსებისთვის მანამდე იქნება მტკივნეული და აქტუალური, ვიდრე საქართველო არ ჩათვლის, რომ ისინი მოგვარებულია. ის თვლის, რომ ხაჯიმბასთან შეხვედრით ირიბად გავლენას ახდენს ქართულ პოლიტიკაზე.
აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ კონფლიქტების პრობლემა ისაა, რომ ისინი საქართველოზე გავლენის მოხდენის ინსტრუმენტებად განიხილება.
ძნელად წარმოსადგენია რუსეთის ხელისუფლება, რაც არ უნდა ლიბერალური იყოს ის, რომელიც ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობაზე უარს იტყვის და ვალდებულებად აიღებს საქართველოში მათი რეინტეგრაციისათვის ხელის შეწყობას. ვფიქრობ, ეს გამორიცხულია“, - განუცხადა სოლოვეიმ „ინტერპრესნიუსს“.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 271
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0024.04.24
-
17:4024.04.24
-
17:2024.04.24
-
ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდება
17:0024.04.24
-
თორნიკე რიჟვაძე - წელს ტურიზმის მიმართულებით დადებითი დინამიკა იქნება
16:4024.04.24
-
გიორგი ამილახვარმა გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა
16:1824.04.24
-
ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა
15:5324.04.24
-
აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზრდება
15:2024.04.24
-
მამუკა მდინარაძე - წარმოუდგენელია, საკანონმდებლო საქმიანობისთვის ევროსტრუქტურამ სანქციები დააწესოს
15:0024.04.24
-
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
14:3524.04.24
-
ოთარ შამუგიამ ქართულ-ებრაული ინვესტიციით გაშენებული თხილის ბაღი დაათვალიერა
14:1524.04.24
-
კახა კალაძე - სტადიონის მშენებლობაზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მეგაპროექტია
13:5224.04.24
-
პაატა მანჯგალაძე - 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ შეკრება იქნება მიკროავტობუსების აქცია
13:3024.04.24
-
13:1024.04.24
-
12:4724.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ბოლო დროს გვიკრძალავენ დისკუსიას, ფიქრს, განხილვას
11:4024.04.24
-
ოთარ შამუგია სამეგრელოში მეთხილე ფერმერებს შეხვდა
11:2124.04.24
-
10:5924.04.24
-
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენეს
10:3724.04.24
-
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება გაიმართა
10:0024.04.24
-
8:5224.04.24
-
ეკა სეფაშვილი თურქმენეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა
18:0023.04.24
-
სურსათის სააგენტომ ქათმის ფილეს ნიმუშებში სალმონელოზი გამოავლინა
17:4123.04.24
-
17:1823.04.24
-
17:0023.04.24
-
სოზარ სუბარი: ჩვენ გვჭირდება კონსტიტუციით განვამტკიცოთ ქართველობა, ჩვენი ეროვნულობა
16:3623.04.24
-
სახალხო დამცველმა გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ეუთო/ოდირს მიმართა
16:1623.04.24
-
15:5323.04.24
-
პრემიერი - ჩვენ გვაქვს 60%-ზე მეტი რეიტინგი
15:3023.04.24
-
15:1023.04.24
-
14:4523.04.24
-
თეა წულუკიანი ქართული სპორტის მუზეუმის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო
14:2623.04.24
-
14:0023.04.24
-
13:3523.04.24
-
13:1523.04.24
-
საქსტატი - 2024 წლის პირველ კვარტალში თბილისში უძრავი ქონების ფასი გაიზარდა
12:4823.04.24