პოლიტიკა

საქართველოს მოქალაქეები ჰონდურასში უვიზოდ მოგზაურობას შეძლებენ

23.08.19 11:30


ჰონდურასი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს ამარტივებს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა ცენტრალური ამერიკის სახელმწიფოსთან მოლაპარაკებებს გამართავს. ამასთან, ჰონდურასის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლა შეუძლიათ.

საქართველოსა და ჰონდურასს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2011 წლის 9 მარტიდან დამყარდა. ორმხრივი დიალოგის გაღრმავების პროცესთან ერთად, ქვეყნები მუშაობენ ეკონომიკის, უსაფრთხოების, განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებში თანამშრომლობის საკითხებზე.

ამასთან, ქვეყნებს შორის მოქმედებს ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მექანიზმი, ასევე რეგულარულად ტარდება მაღალი დონის შეხვედრები.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემების თანახმად, 2018 წელს საქართველოს ჰონდურასის 52–მა მოქალაქე ეწვია, რაც 126,1%–ით მეტია, 2017 წლის მონაცემზე. 2019 წლის ცხრა თვეში კი 26.




წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები