პოლიტიკა

"საერთაშორისო ზეწოლა რუსეთზე უნდა გაძლიერდეს" - გიგი წერეთელი

23.08.19 15:30


ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, გიგი წერეთლის განცხადებით, მნიშვნელოვანია რუსეთზე საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერება,ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო საზღვრის მშენებლობის შესაჩერებლად. მისივე თქმით, ეუთო ამ მიმართულებით აქტიური იქნება.

საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის უფლებათა კომიტეტის ლიდერებმა, გაავრცელეს განცხადება მიმდინარე საკითხზე. თავმჯდომარემ კირიაკოს ჰაჯიანისმა(კვიპროსი), ვიცე-თავმჯდომარემ მაიკლ გეორგ ლინკმა (გერმანია) და მომხსენებელმა სუსანა ამადორმა (პორტუგალია) განაცხადეს: "ბორდერიზაციის პროცესი, არამარტო კონფლიქტს აღრმავებს, არამედ მძიმე გავლენას ახდენს ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრებაზე.

სოფლების გასწვრივ ღობეების აშენება, ხალხისთვის საკუთარი მიწების, წინაპრების სახლების და მათი საარსებო წყაროს ჩამორთმევა, სრულიად მიუღებელია. ადამიანების გადაადგილების თავისუფლების უზრუნველყოფა, რომლებიც ყოველდღიურად უნდა გაუმკლავდნენ კონფლიქტის შედეგებს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ურთიერთობების შესანარჩუნებლად და კონფლიქტის გავლენის მინიმუმამდე შესამცირებლად. შესაბამისად, ვგმობთ ღობეების და ნაგებობების უკანონო აღმართვას საქართველოს შიდა ადმინისტრაციულ საზღვრებზე და მოვუწოდებთ შესაბამის პირებს მოხსნან ბარიერები.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დასრულების შემდეგ, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრსციული ხაზის გასწვრივ აშენდა 40 კილომეტრამდე მავთულხლართი, რამაც შექმნა ფიზიკური ბარიერი რამდენიმე სოფელში და შეუქმნა მოსახლეობას გადაადგილების თავისუფლება. ქართველებს, რომლებიც ამ ხაზს კვეთენ, რეგულარულად აკავებენ.

" ამასთან დაკავშირებით, ევროპელმა დეპუტატები აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში, ამ მოტივით დაპატიმრებული საქართველოს რვა მოქალაქის განთავისუფლება მოლაპარაკების შედეგად მნიშვნელოვანია, მაგრამ მოუწოდებენ დე-ფაქტო ხელისუფლებას, რომ დასრულდეს ადგილობრივი მოქალაქეების შევიწროების და ძალადობის ამგვარი პრაქტიკა. „

"საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა, ისევე როგორც მისი საერთაშორისო დონეზე აღიარებული საზღვრების ხელშეუხებლობა, როგორც ეს გათვალისწინებულია საერთაშორისო კანონმდებლობით და განსაკუთრებით ჰელსინკის საბოლოო აქტით, ხელახლა დადასტურდა 2019 წლის ეუთო-ს PA ლუქსემბურგის დეკლარაციაში.

ლუქსემბურგის დეკლარაციამ დაგმო ადამიანის უფლებების დაცვისა და ჰუმანიტარული ვითარება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ფედერაციის არალეგალური ქმედებების გამო. მათ შორის ინტენსიური სამხედრო მშენებლობა და წვრთნები, მავთულხლართების დამონტაჟება და ხელოვნური ბარიერები საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, ეთნიკური დისკრიმინაცია საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში"- ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ოფიციალურად ავრცელებს.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები