პოლიტიკა

მამუკა ბახტაძე ბელარუსის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს ვლადიმერ ანდრეიჩენკოს შეხვდა

23.08.19 17:10


საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბელარუსის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს ვლადიმერ ანდრეიჩენკოს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო თანამშრომლობასა და საკანონმდებლო ორგანოებს შორის ურთიერთობების შემდგომ განვითარებას შეეხო. ასევე, ამ მიმართულებით ხაზი გაესვა მეგობართა ჯგუფის ფორმატში მუშაობის მნიშვნელობას.

როგორც ვლადიმერ ანდრეიჩენკომ აღნიშნა, მნიშვნელოვანია ასევე ორი ქვეყნის პარლამენტის წევრების მუშაობა საქართველოსა და ბელარუსის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის ფორმატში.

ამასთან, ხაზი გაუსვა სავაჭრო ბრუნვის მზარდ დინამიკას და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას ტვირთბრუნვის 200 მილიონამდე გაზრდის პოტენციალი გააჩნია.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ასევე ტურიზმის მხარდამჭერ დინამიკაზე. აღინიშნა, რომ 2010 წლის შემდეგ საქართველოში ბელარუსი ტურისტების რაოდენობა 15-ჯერ არის გაზრდილი.






წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები