ეკონომიკა
23.08.19 17:30
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ქობულეთში მცირე სასტუმროებს მფლობელებს ხვდებიან.
მათ საქართველოს მთავრობის ახალი ინიციატივის - „თანადაფინანსების მექანიზმი მცირე და საოჯახო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისათვის“ პროექტს აცნობენ.
შეხვედრას ასევე ესწრება ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.
ინიციატივა ითვალისწინებს სესხის საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებას იმ მეწარმე-სუბიექტებისთვის, რომლებსაც რუსეთის მიერ დაწესებული სანქციების და ტურისტების შემცირების გამო შეექმნათ სესხის მომსახურებასთან დაკავშირებული ფინანსური სირთულეები.
აღნიშნული პროგრამა ერთ-ერთი პუნქტია სამთავრობო გეგმიდან, რომელიც 20 ივნისის შემდეგ განვითარებული მოვლენებით დაზარალებული ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით ხორციელდება.
აღნიშნული მექანიზმი პირველი სექტემბერიდან დაიწყება. მას ეკონომიკის სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს.
სააგენტო მოახდენს 2019 წლის 1 აგვისტოდან მომდევნო 6 თვის განმავლობაში მეწარმე-სუბიექტებისთვის სესხზე დარიცხული ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის 80% -ის თანადაფინანსებას ეროვნულ ვალუტაში აღებული სესხების შემთხვევაში, ხოლო 70%-ის თანადაფინანსებას - უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების შემთხვევაში.
თანადაფინანსების მექანიზმით სარგებლობა შეუძლიათ იმ ბენეფიციარებს, რომელთაც სასტუმროს მშენებლობის/გაფართოების/ აღჭურვის/რემონტის მიზნითსესხი აღებული აქვთ 2019 წლის 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში და სასტუმრო მოიცავს 4-დან 20-მდე ნომერს.
თანადაფინანსების მექანიზმის ფარგლებში სესხის მაქსიმალური მოცულობა შეადგენს: 300 000 (სამასი ათასი) ლარს ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხის შემთხვევაში, 100 000 (ასი ათასი) აშშ დოლარს - აშშ დოლარში გაცემული სესხის შემთხვევაში და 80 000 (ოთხმოცი ათასი) ევროს - ევროში გაცემული სესხის შემთხვევაში.
წყარო : /www .pia.ge/
წაკითხულია : 316
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0027.01.21
-
ეკატერინე ტიკარაძე - ველოდებით, რომ თებერვლის ბოლოს კორონავირუსის ვაქცინა იქნება საქართველოში
17:4027.01.21
-
17:2027.01.21
-
ამირან გამყრელიძე: ქვეყანაში დადებითობის მაჩვენებლები დინამიურად უმჯობესდება
17:0027.01.21
-
16:4027.01.21
-
16:2027.01.21
-
16:0027.01.21
-
საკადრი წმენდა პოლიციაში - რატომ დატოვეს თანამდებიბები შიდა ქართლისა და კახეთის პოლიციის უფროსებმა
15:4027.01.21
-
15:2027.01.21
-
კახა კალაძე - გამიხარდება, თუ ოპოზიციას პარლამენტში ვიხილავთ
15:0027.01.21
-
14:4027.01.21
-
14:2027.01.21
-
კახიშვილი ხელისუფლებას - თუ მცირე ბიზნესს არ ვხსნით, ალტერნატივად რას ვთავაზობთ?!
14:0027.01.21
-
დავით ზილფიმიანი ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეჩერების წინააღმდეგია
13:4027.01.21
-
პარლამენტში რიგგარეშე სესია გაიხსნა
13:2027.01.21
-
ოპოზიციისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს არ დავუჭერდი - დავით სერგეენკო
13:0027.01.21
-
არჩილ თალაკვაძე - ძალიან მალე მოვა დრო, როცა ოპოზიციური ჯგუფები პარლამენტში ფრაქციებს შექმნიან
12:4027.01.21
-
ლაშა დარსალია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარე ტოივო კლაარს შეხვდა
12:2027.01.21
-
NDI-ი თავის კვლევით ეუბნება, რომ საზოგადოებაში საშენო განწყობა არ არის - მდინარაძე ოპოზიციაზე
12:0027.01.21
-
11:4527.01.21
-
11:3027.01.21
-
საქართველომ ხელი შეუშალა სომეხი ოკუპანტებისთვის სამხედრო დახმარების გაგზავნას
11:1527.01.21
-
11:0027.01.21
-
ცერცვაძე: ზაფხულში სახელმწიფომ არ გამოიჩინა პრინციპულობა და მივიღეთ, რაც მივიღეთ
10:4527.01.21
-
საქართველოს დღეს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, მოჰამედ ჯავად ზარიფი ეწვევა
10:3027.01.21
-
"იმედი მაქვს მელია წინააღმდეგობას გაუწევს სააკაშვილს" - ხვიჩია
10:1527.01.21
-
როგორ „გაუშვა ხელიდან“ ნავალნი სომხურმა ლობიმ
10:0027.01.21
-
17:0026.01.21
-
რა შემთხვევაში აღდგება თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტი - გახარია პირობას ასახელებს
16:4026.01.21
-
16:2026.01.21
-
16:0026.01.21
-
"ჩვენ დავდივართ დანის პირზე"- ამირან გამყრელიძე ბიზნესს მიმართავს
15:3026.01.21
-
15:0026.01.21
-
ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ზაფხულის ტურისტული სეზონი ავამუშავოთ - პრემიერი
14:4026.01.21
-
14:2026.01.21
-
ეკატერინე ტიკარაძე - ვაქცინას თებერვლის ბოლოს ველოდებით
14:0026.01.21