საზოგადოება

პატრიარქი: ნუ ვიფიქრებთ, რომ ჩვენ ვჯობივართ ვისმეს, ჩვენ ვართ ის, რაცა ვართ და ვმადლობთ უფალს ამ დიდი წყალობისთვის

28.08.19 13:30


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნიტერესმა ილია მეორემ ყველას მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.

პატრირქის თქმით, ქართველმა ხალხმა დაკისრებული მძიმე ჯვარი უნდა აიტანოს გოლგოთაზე.

ილია მეორის განცხადებით, ყველას უნდა უხაროდეს, რომ საქართველო წილხვედრი ქვეყანაა ღვთისმშობლისა:

„წლევანდელი წელი განსაკუთრებულია. ადამიანმა, ქართველმა ადამიანმა გაითავისა, რომ ჩვენ ვართ წილხვედრი ღვთისმშობლისა. როცა ჩვენ ვფიქრობთ ამის შესახებ, ჩვენ უნდა ვიფიქროთ, რა პასუხისმგებლობა გვაკისრია ჩვენ, რა უნდა ვაკეთოთ, როგორ უნდა ვაკეთოთ, როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ერთმანეთთან. საქართველოს დააკისრა უფალმა მძიმე ჯვარი, მაგრამ ამავე დროს ღმერთმა მოგვცა ჩვენ ძალა, ეს მძიმე ჯვარი ვატაროთ. უნდა ვატაროთ ყველამ ერთად, უნდა მოვიკრიბოთ ძალა და მძიმე ჯვარი გოლგოთაზე უნდა ავიტანოთ ერთად. ნუ ვიფიქრებთ იმაზე, რომ ჩვენ ვჯობივართ ვისმეს, ვისმეზე მეტნი ვართ, ჩვენ ვართ ის, რაცა ვართ და ჩვენ ვმადლობთ უფალს ამ დიდი წყალობისთვის.

მოგმართავთ ყველას, ვიყოთ ერთად, ვაკეთოთ ერთი საქმე, თავის დროზე ილია ჭავჭავაძემ თქვა - მამული, ენა, სარწმუნოება, ჩვენ დავუმატეთ იმას ღმერთი, სამშობლო და ადამიანი. დიდება და მადლობა უფალს, რომ ღმერთმა დაგვაჯილდოვა ჩვენ ამისი გრძობით, რომ პირველია ღმერთი, მეორეა სამშობლო და მესამეა ადამიანი“,-ბრზანა უწმინდესმა.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 73


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები