ეკონომიკა

საქართველო, რუსეთი და აზერბაიჯანი ენერგომიმოცვლის პირობებზე შეთანხმდნენ

02.08.16 16:10


ბაქოში ჩატარდა ენერგეტიკული რგოლის „რუსეთი-აზერბაიჯანი-საქართველო-რუსეთი“, ასევე სამ ქვეყანას შორის ელექტროენერგიის გადადინების დარეგულირების მექანიზმების განხილვა.

მოლაპარაკებებში მონაწილეობა მიიღეს კომპანიებმა "Россети", "Интер РАО", „საქართველოს სახელმწიფო ენერგოსისტემა“, „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი“ და Azərenerji, იუწყება Sputnik — აზერბაიჯანი.

ასევე მხარეებმა განიხილეს „რუსეთ-საქართველოს“ და „რუსეთ-აზერბაიჯანის“ ჭრილებში ფაქტიური საათობრივი გადადინებებისა და გადახრების დადგენისა და დარეგულირების საკითხები.

ასევე კომპანიები შესთავაზებენ „რუსეთ-საქართველოს“, „რუსეთ-აზერბაიჯანის“ და „საქართველო-აზერბაჯანის“ ჭრილებში ფაქტიური საათობრივი გადადინებებისა და გადახრების დარეგულირების მიდგომებს. ეს საშუალებას იძლევა მიღებულ იქნას გრძელვადიანი შეთანხმებული გადაწყვეტილება ელექტრორგოლის შეკვრის მიზანშეწონილობასა და პირობების შესახებ.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 280


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები