ეკონომიკა

ლარის კურსი

30.08.19 17:20


30 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.9457 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9379 ლარი იყო.

შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.78 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.2523 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2531 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.08 თეთრი შეადგინა. გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.5054 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 3.5867 ლარი ეღირება. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 31 აგვისტოდან შევა ძალაში.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები