საზოგადოება

ფოთი-თბილისის მატარებლის ვაგონის მოხატვის გამო შსს-მ გამოძიება დაიწყო

02.09.19 12:15


ფოთი-თბილისის მატარებლის ვაგონის კედლის მოხატვის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. როგორც ნეტგაზეთს სამინისტროში უთხრეს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

დამტკიცების შემთხვევაში 187-ე მუხლი შემდეგ სასჯელს ითვალისწინებს: ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.





წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები