საზოგადოება

პაატა სალია : "კურიერი" სატელევიზო ბაზარზე ისევ, ნომერ პირველი საინფომრაციო გამოშვება იქნება

02.09.19 17:00


ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის გენერალური დირექტორი პაატა სალია მაუწყებლობის განახლებას აანონსებს და ამბობს, რომ მას მაყურებელი რამდენიმე დღეში იხილავს.

რაც შეეხება, საინფორმაციო გამოშვებას, პაატა სალია აღნიშნავს, რომ "კურიერი" სატელევიზო ბაზარზე ისევ, ნომერ პირველი საინფომრაციო გამოშვება იქნება.

"რუსთავი2"-ელები დაბრუნდნენ შევებულებებიდან. მოგეხსენებათ, რომ შემოდგომის სეზონი ძალიან მალე იწყება. მზადება მიდის სეზონისთვის, იმისთვის, რომ აუცილებლად ყველა გადაცემა, რომელიც მაყურბლის სიმპატიით, სიყვარულით სარგებლობს აუცილებლად გავიდეს იმ დროს, რა დროსაც იყო დაგეგმილი. კომედის ჯგუფი ჩვენთან არის, ძალიან დიდი ნაწილი კომედის. ჩვენთან არის მაია ასათიანი, ჩვენთან არის შუადღის დილის გადაცემების ძალიან დიდ ნაწილი, შესაბამისად ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ იმისთვის, რომ ჩვენ ეთერში შევიდეთ იმ დაგეგმილი გრაფიკით, რაც იყო და ძალიან მალე, ძალიან მალე დავბრუნდეთ "კურიერით" მე ვსაუბრობ, რამდენიმე დღეზე, როდესაც ჩვენ შეგვეძლება უკვე სრულყოფილად მაყურებელს მივაწოდოთ ის ინფორმაცია პირველებმა, რაც ხდება ქვეყანაში ", - განაცხადა, არხის გენერალურმა დირექტორმა.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები