საზოგადოება

სამთავისის კომპლექსში უნებართვო სამუშაოები მიმდინარეობს – სააგენტო

02.09.19 17:40


კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, სამთავისის ეზოში სასულიერო პირები სავალი გზის მონაკვეთს აკეთებენ, რაც ტაძრის მხატვრულ-არქიტექტურულ ღირებულებებთან შეუთავსებელია.

სააგენტოს ცნობითვე, უნებართვო სამუშაოების დაუყოვნებლივ შეწყვეტის მოთხოვნით ადგილობრივ ეპარქიას მიმართეს, მომხდარი ასევე აცხნობეს საპატრიარქოსაც.

“კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობის სამსახურის მიერ სამთავისის კომპლექსში უნებართვო სამუშაოები დაფიქსირდა. საპროექტო დოკუმენტაციის სახელმწიფო უწყების საბჭოსთან შეუთანხმებლად ადგილობრივი სასულიერო პირების ინიციატივით კომპლექსის ეზოში სავალი გზის მონაკვეთი ეწყობა.

ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტებთან ერთად სამთავისში სააგენტოს კვლევის სამსახურის თანამშრომლებიც იმყოფებიან, რომელთა წინასწარი შეფასებით ახლადმოწყობილი ინფრასტრუქტურული ელემენტი ტაძრის მხატვრულ-არქიტექტურულ ღირებულებებთან შეუთავსებელია და კორექტირებას საჭიროებს. საფეხმავლო ბილიკი ნიჩბისის ქვის ტრადიციული ქართული წყობითაა დაგებული.

უნებართვო სამუშაოების დაუყოვნებლივი შეწყვეტის მოთხოვნით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ადგილობრივ ეპარქიას წერილობით გაფრთხილებას დღესვე გაუგზავნის.

ახლადგამოვლენილი ფაქტის შესახებ ეცნობება საქართველოს საპატრიარქოსაც.

წარმოებული უნებართვო პროცესის შედეგების გამოსასწორებლად სააგენტო ეპარქიას 6 თვის ვადაში სათანადო საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას და მის კულტურული მემკვიდრეობის საბჭოსთან შეთანხმებას მოსთხოვს,”-წერია სააგენტოს განცხადებაში.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები