ეკონომიკა

ინფლაციის განაკვეთმა 4.9% შეადგინა

03.09.19 15:00


ინფლაციის წლიურმა განაკვეთმა აგვისტოში მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს ისვე გადააჭარბა და 4.9%-ს მიაღწია. რაც შეეხება სამომხმარებლო ფასებს ერთთვიან ჭრილში ამ შემთხვევაში ზრდამ 0.8% შეადგინა.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 8.0 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.38 პროცენტული პუნქტით აისახა.

ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (18.2 პროცენტი), თევზეული (16.3 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (12.4 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (11.0 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (9.3 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (6.5 პროცენტი), ასევე მინერალური და წყაროს წყალი (4.7 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-3.4 პროცენტი);

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 13.8 პროცენტით, რაც 0.92 პროცენტული პუნქტით აისახა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ფასები მომატებულია თამბაქოს ნაწარმზე (29.1 პროცენტი);

ტრანსპორტი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 4.4 პროცენტიანი მატება, რაც 0.53 პროცენტული პუნქტით აისახა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე.

ჯგუფში ფასები გაიზარდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (8.4 პროცენტი), პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (4.9 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (2.1 პროცენტი)
დასვენება, გართობა და კულტურა: ფასები გაზრდილია 6.2 პროცენტით, შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.36 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა გასართობ და კულტურულ მომსახურებაზე (6.6 პროცენტი);

ჯანმრთელობის დაცვა: ფასები მომატებულია 3.9 პროცენტით, რაც 0.32 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (5.8 პროცენტი), ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (3.6 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურება (1.7 პროცენტი).






წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები