საზოგადოება

ეროვნული გვარდიის ნაკრები ოცეული ცენტრალური აფრიკიდან დაბრუნდა

03.09.19 17:40


საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის ნაკრები ოცეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკიდან სამშობლოში დღეს დაბრუნდა.

მშვიდობისმყოფელებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ და ქვეყანაში მშვიობით დაბრუნება მიულოცეს.

ეროვნული გვარდიის ნაკრებმა ოცეულმა ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიაში (EUTM RCA) მესამე როტაცია განახორციელა.

ქართველი მშვიდობისმყოფელები 6თვის განმავლობაში იმყოფებოდნენ ცენტრალურ აფრიკაში და მათ მთავარს ამოცანას ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მოტორიზებული პატრული, კონვოირება და გაცილება წარმოადგენდა.

ეროვნული გვარდიის ნაკრები ოცეული ასევე ეროვნული გვარდიის მსუბუქმა ქვეითმა ოცეულმა ჩაანაცვლა კაპიტან გენადი მახარაძის მეთაურობით.

საქართველოს თავდაცვის ძალების კონტინგენტი ევროკავშირის ეგიდით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მიმდინარე საერთაშორისო მისიაში - „ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ძალები“ (EUFOR RCA) პირველად 2014 წლის ივნისში ასეულის დონის ქვედანაყოფით ჩაერთო.

2017 წლის 31 იანვრიდან ქართული სამხედრო კონტინგენტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ახალ - სამხედრო-საწვრთნელ მისიაში (EUTM RCA) მონაწილეობს.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 298


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები