საზოგადოება

ავიაკომპანია "Flynas" ბათუმის მიმართულებით ფრენებს სექტემბრის ბოლომდე გააგრძელებს

04.09.19 11:50


საუდის არაბეთის სამეფოს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია "Flynas"-ი, რომელიც საქართველოს საავიაციო ბაზარზე გასულ წელს შემოვიდა, რიადი-ბათუმი რიადის მიმართულებით ოპერირებას სექტემბრის ბოლომდე გააგრძელებს.

ავიაკომპანია აღნიშნულ მიმართულებაზე რეგულარული რეისებს 2019 წლის 2 ივნისიდან 31 აგვისტომდე ასრულებდა, ხოლო განახლებულიგანრიგის შესაბამისად, ფრენები რიადი-ბათუმი-რიადის საჰაერო ხაზზე 30 სექტემბრამდე გაგრძელდება.

ავიარეისები დღეიდან, კვირაში 3სიხშირით (ოთხშაბათი, პარასკევი, კვირა) Airbus A319 და A320 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდრგადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, "Flynas"-ს საჰაერო მიმოსვლისგანხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა 2019 წლის 3 სექტემბერს მიენიჭა.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები