ბონდო არველაძე ქართული ეკლესიები საქართველოსა და სომხეთში ნაწილი II თავი I

02.08.16 18:05


თბილისში XIX-ს-ში მოკალათებული სომხური კომპადორული ბურჟუაზიის აგრესიული ანტიქართული მოღვაწეობის შესაკავებლად ილია ჭავჭავაძემ სათავად-აზნაური ბანაკი დაარსა, რათა ეს პროცესი შეეჩერებინა. ამავე დროს იძულებული გახდა დაეწერა პუბლიცისტური თხზულება „ქვათა ღაღადი“ (1899), რომელიც მიმართული იყო მეფის რუსეთის თვითმპყრობილობისა და სომხური ბურჟუაზიის რუპორად ქცეულ სომეხი მეცნიერებისა და პუბლიცისტების წინააღმდეგ. ეს ვაჟბატონები ყოველნაირად ცდილობდნენ ქართველი ერის ისტორიის გაყალბებას და მათი აწმყოს განქიქებას, ამ სამარცხვინო საქმიანობას ეწეოდა პირველ რიგში პუბლიცისტი და გაზეთ „მშაკის„ რედაქტორი გრიგოლ არწრუნი. მას მხარს „უმშვენებდნენ“ სომეხი მეცნიერები: ეზოვები, ხუდაბაშოვები, პატკანოვები და სხვა.
ეს იყო პირველი საეტაპო ნაშრომი მიმართული პათოლოგიური ისტორიზმით შეპყრობილ სომეხ მეცნიერთა წინააღმდეგ.

შემდეგი საეტაპო ნაშრომია პროფ. მიხეილ თამარაშვილის „ პასუხი სომეხ მწერლებს „რომელნიც არ სცნობენ ქართველ კათოლიკეებს (1902წ). „ამ წიგნის მიზანი და შინაარსი უფრო ფართოა ვიდრე მისი სახელწოდებაა.“

მასში მარტო სომეხ კათოლიკე პატრებისგან უსამართლოდ უარყოფილი ქართველი კათოლიკეები კი არ არის დაცული არამედ ისინი მხილებულნი არიან ქართველი ერის ისტორიის გაყალბებაშიც.

მესამე საეტაპო ნაშრომია აკად. ს. ჯანაშიას „ ისტორიული სიმართლის დამახინჯების ერთი მაგალითის შესახებ „ (1947). მასში ფართოდ და ღრმა მეცნიერული საბუთიანობით ნაჩვენებია ტაო-კლარჯეთის მიწისა და საკულტო ძეგლების - ოშკი, ხახული, ბანა, ხანძთა და ა.შ. ქართულობა, რომელთა სომხურობას ამტკიცებდა სომხეთის მიერ მოსყიდული რუსი მეცნიერი პროფ. გ. ტოკარსკი, ერევანში გამოცემულ წიგნში „ ძველი სომხური არქიტექტურა ( 1946. რუს. ენაზე) რედაქტორი აკად. ი. ორბელი.

სომეხ მეცნიერთა და პოლიტოლოგთა შემოტევა გაგრძელდა ოცდამეერთე საუკუნეშიც. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა აღიდგინა. პირველ რიგში შემოუტიეს ჯავახეთს ხან ავტონომიის ხან სულაც მის სომხეთთან მიერთებას ითხოვდნენ და ახლაც ითხოვენ. ამ ანტიქართული მოძრაობის სულის ჩამდებელია ჯავახეთში არსებული ორგანიზაცია „ჯავაქ“ რომლის თავმჯდომარეა სომხეთის პარლამენტის დეპუტატი , წარმოშობით ჯავახეთიდან ვინმე აღასი არაბიანია.

შეუძლებელია არ აღინიშნოს ზოგიერთი სომეხი მეცნიერის ნეგატიური, ნეგატიური კი არა სიძულვილით და ქართველი ერის დამამცირებელი სტატიების შესახებ.

მაგალითად- სურენ აივაზიანი ამტკიცებს თითქოს грузи-ნები რუსული грузчик-დან არის წარმომდგარი?! ლექსი „სულიკო „ სომეხმა პოეტმა დაწერა და აკაკი წერეთელმა (ბაგრატუნმა) ქართულად თარგმნა და ქართველებმა თავისად გამოაცხადესო...

ამგვარი „მარგალიტების“ მოტანა კიდევ შეიძლება, მაგრამ ესეც კმარა ზოგიერთი სომეხი მეცნიერის ქართველი ხალხისადმი არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულების წარმოსაჩენად.

ამდენხანს ვფიქროდი სომხებს ტერიტორიული პრეტენზია მარტო ქართველებთან აქვთ მეთქი, თურმე ვცდებოდი. აბა, მოუსმინოთ რუს მეცნიერს ი. პომპეევს - ,,ყველაზე მეტად შემაშფოთა იმან, რომ ტიგრანმა მითხრა - სომხებს ისტორია უსამართლოდ მოექცა და დაუმატა ,, ახლა მოგვეცა შანსი დავიბრუნოთ ჩვენი ისტორიული მიწები (ყარაბაღი და ნახჩევანი ( ორივე აზერბაიჯანის ტერიტორიებია ბ.ა), ახალციხე და ახალქალაქი მერე გადმომხედა და მითხრა, შემდეგ შევუდგებით როსტოვის, კრასნოდარის და სტავროპოლის მიწების დაბრუნებას“.- როგორ გამიკვირდა - რა ისინი სომხეთის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდნენ?

შენ რა გგონია- სერიოზულად მიპასუხა ტიგრანმა ტიგრან II დიდის მეფობის დროს ეს მიწები სომეხ მელიქებს ეკუთვნოდათ“.

ამ სიტყვებში ეჭვი არავის შეეპაროს, ტიგრანივით ფიქრობს მთელი სომხეთი. იმისდა მიუხედავად საზოგადოების რომელ ფენას განეკუთვნება.

ქართულ ღვინოს, კერძებს, სიმღერებს, ცეკვებს, ისტორიას , ტერიტორიას რომ ითვისებენ ეს არ არის ახალი, მაგრამ ქურთულ სიმღერებს და ცეკვებს თუ მიისაკუთრებდნენ არ მეგონა. «Прошло время, армяне научились и танцам нашим, и песням, и обычаям, и кухне. И это им так понравилось, что возвращать уже не хотят: Вот стыдище! Но вернуть придется» აღშფოთებული წერს ქურთი მწერალი და პუბლიცისტი აზა ავდალი.

თუმცა სჯობია მივხედოთ საქართველოს ... ზოგიერთ სომეხ მეცნიერს. ყელში ძვალივით აქვს გაჩხერილი ქართველი ერის ისტორია, მრავალსაუკუნოვანი კულტურა და საერთოდ არსებობა, ამის შესახებ სხვა დროს.. ამჯერად, ჩვენი მიზანია სომეხ მეცნიერთა და სასულიერო პირთა უსაფუძვლო პრეტენზიები ძველი ქართული ეკლესია- ტაძრების მიმართ.

ვიდრე აღნიშნული პრობლემის განხილვა- ანალიზს შევუდგებით მსურს ორიოდე სიტყვით შევეხო სომეხთა საქართველოში შემოსახლების ისტორიას: აღმოსავლელი დამპყრობლები, რომ შემოსეოდნენ სომხეთს სომეხი ლტოლვილები პირველ რიგში საქართველოს კალთას აფარებდნენ თავს. ასე, რომ საუკუნეების განმავლობაში ტალღა-ტალღა შემოედინებოდნენ სომეხი დევნილები საქართველოში და ქართველი კაცის სტუმართმოყვარეობის წყალობით არც თუ ურიგოდ იწყობდნენ ცხოვრებას ქართულ მიწაზე. დღემდე დადგენილი არ არის პირველი ნაკადი როდის შემოვიდა, მაგრამ არც ის არის მართალი ზოგიერთი სომეხი მეცნიერი, რომ წერს- თითქოს თბილისი იყო სომეხთა საგარეუბნო ციხე-სიმაგრე, რომელიც ქართველთა დედაქალაქად იქცაო.

ამით მათ სურთ დაამკვიდრონ აზრი თითქოს სომხები ადრეულ საუკუნეებში ცხოვრობდნენ თბილისში და ამდენად მისი პირველი მკვიდრი ისინი იყვნენ. ამ ზღაპარზე შეჩერებაც არ ღირს, რადგან ტყუილია და შეთხზულია. ამის დამამტკიცებელი საბუთი ან წყარო არ არსებობს.

სომეხთა შემოდინების პროცესმა ფართო და აქტიური ხასიათი მიიღო XIს-ის შემდეგ XVს-ში, როცა მომთაბარე დამპყრობლებმა სომხეთში თითქმის მთლიანად დაიკავეს საარსებო ფართობები.

აქვე ავღნიშნავ ვახუშტის გეოგრაფიის მიხედვით XVII – XVIII საუკუნეებში სომხები ძირითადად ცხოვრობდნენ, ქცია- ბედრუჯის მიდამოებში, ტაშირში, ჩიხორში, საჩხერეში და ქუთაისში, თუ დავუმატებთ მეფის რუსეთის მიერ ერზერუმელი 20.000-ზე მეტი სომხური ოჯახის შემოსახლებას სამცხე- ჯავახეთში და წალკაში მაშინ სურათი სრული იქნება.

გაზეთ ,,ივერიის’’ 1891 წლის 13 აპრილის N 81-ში გამოქვეყნებულია წერილი ,,მცირე შენიშვნით’’ ,,გ.პ” ხელმოწერით. ქართველი ავტორი ეკამათება სომეხ ისტორიკოსს ალ. ერიციანს (1841-1902) რომელსაც გამოუქვეყნებია სტატია “Католизм в Грузии” გაზ. Новое Обозрение” (1891 ან 2502).

ალ. ერიციანი წერს: გურიაში, კერძოდ ოზურგეთის რაიონში ძველად სომხური დასახლება იყო.

ქართველი ავტორი ისტორიაში საკმაოდ გათვითცნობიერებული ჩანს. იგი წერს: „გურიაში არც ურიაა და არც სომხები. საზოგადოდ გურულებს არ უყვართ სომხები.

საქართველოში არის კუთხეები სადაც ხალხმა არც, კი იცის, რას ნიშნავს სიტყვა ,, სომეხი’’. ახლა ვიკითხოთ, რა იქნენ ის სომხები, რომლებიც ბ-ნ ერიცოვის აზრით, ძველად დასახლდნენ ოზურგეთში? თუ იყვნენ რატო იმათი კვალი არ დარჩა რა? ქართველ მეფეებს თუ თავადებს ძალა არ დაუტანებიათ სომხებისათვის და იმათ რჯულს არ შეჰხებიან. ნუთუ გურულებმა იმდენი გავლენა და ზემოქმედება იქონია სომხებზე, რომ არა თუ გადააგვარეს, გააგურულეს, არამედ სარწმუნოებაც გამოაცვლევინეს , გადაარჯულეს? არა მგონია. აქ სხვა რამ მიზეზი უნდა იყოს. ორში ერთი უნდა ვიფიქროთ: ან ბ-ნი ერიცოვი შეცდომაშია შესული ოზურგეთში სომხური დასახლების შესახებ ან არადა გურიაში ძველად დასახლებულან სომხები, ხოლო გურულებს ვერ აუტანიათ იმათი მეზობლობა და ასე თუ ისე თავიდან მოუშორებიათ. თუ პატივცემული ა-ერცოვი ამ გარემოებას აგვიხსნის დიდად დაგვავალებს. ფრიად დავალებული ვიქნებით აგრეთვე თუ აგვიხსნის რისგან წარმოსდგება სახელწოდება ,, გურია და ოზურგეთი’’.

ალ. ერიციანს რამდენადაც ვიცი ამ შენიშვნაზე პასუხი არ გაუცია და არ დაუსაბუთებია , როდის მოხდა სომეხთა შემოსახლება ოზურგეთში, ან და მოხდა კი ამგვარი რამ საქართველოს ამ რეგიონში? მან ხელაღებით უსაბუთოდ გააფართოვა საქართველოში მცხოვრები სომეხთა გეოგრაფია და ამით გამოამჟღავნა მისი იდუმალი ფიქრი ,, ზღვიდან ზღვამდე იყო დიდი სომხეთი, ხოლო საქართველოს ყველა კუთხე ამის ისტორიული ნაწილია“. ის, რომ ამგვარად ფიქრობდა, ადასტურებს ექ. თაყაიშვილი. აი რას იგონებს დიდი ექვთიმე სამშვილდეზე, რომ წავიკითხე მოხსენება წარმოვადგინე კათედრალური ტაძრის ფოტოები, წარწერები და სხვა. ალ. ერნიცოვმა თქვა-ვიყავი სამშვილდეში, მაგრამ იქ პატარა ეკლესიებია და სამრეკლოების გარდა არავითარი კათედრალური ტაძარი არ მინახავსო... მე ვუთხარი, „ონ პისალ ო სამშვილდე, ნო კსაჟელენიუ ნეპრიმეტი სლანა“ - თქვა, აი ასე თავხედურად! მერე გელერმა მითხრა, როცა დ. ბაქრაძე გამოდიოდა ერიციანი მუდამ ეწინააღმდეგებოდა და ამბობდა, რომ ყველაფერი სომხურიაო, ახლაც ასე აგრძელებს’’!...

წაკითხულია : 478


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები