საზოგადოება

გზების მშენებლობა გრძელდება: თბილისში ახალი სატრანსპორტო კვანძი გაჩნდება

04.09.19 16:20


თბილისის მერია ვაკე-საბურთალოს რაიონში "ვეფხი და მოყმის" ძეგლთან ახალი სატრანსპორტო კვანძის მშენებლობას იწყებს, განაცხადა დღეს გამართულ ქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ.

მისი სიტყვებით, კომპანიის გამოსავლენად, რომელიც აღნიშნულ პროექტს განახორციელებს, ტენდერი უკვე გამოცხადდა.

მისი სიტყვებით, აღნიშნული პროექტის მეორე ნაწილი იქნება გზა, რომელიც დაეშვება ლისის ტბის მხრიდან - მუხრან მაჭავარიანის გამზირიდან მარშალ გელოვანის გამზირამდე. მასზე მუშაობა უკვე დაწყებულია.

„სამომავლოდ პროექტის მესამე ნაწილი არის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების ხიდით დაკავშირება", - განმარტა მერმა.

საბურთალოს რაიონში ახალი გზის მშენებლობის შესახებ განცხადება, რომელიც ლისის ტბას მარშალ გელოვანის გამზირთან დააკავშირებს, კალაძემ ივლისის შუა რიცხვებში გააკეტა. პროექტის ფარგლებში იგეგმება ოთხდონიანი გზის მშენებლობა წყალგამტარი მილებითა და მოაჯირებით, ასევე თანამედროვე გარე განათების სისტემის დამონტაჟება.

გარდა ამისა, ივნისის შუა რიცხვებში დასრულდა ახალი სატრანსპორტო კვანძის მშენებლობა - მარშალ გელოვანისა და პეტრე სარაჯიშვილის ქუჩების გადაკვეთაზე ორდონიანი ესტაკადის მშენებლობა. აღნიშნული მშენებლობის მიზანი საბურთალოსა და დიღომს შორის ტრანსპორტის ნაკადის გამტარობის გაზრდა იყო..

ესტაკადის მშენებლობა 4 მლნ ლარი დაჯდა.




წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები