პოლიტიკა

უნგრეთი მყარად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მის მისწრაფებებს - პრეზიდენტების ერთობლივი პრესკონფერენცია

05.09.19 14:00


საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ათონელის სასახლეში უნგრელ კოლეგას უმასპინძლა.

იანოშ ადრეი საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს.

სალომე ზურაბიშვილი ჯერ პირისპირ შეხვდა უნგრეთის პრეზიდენტს, ხოლო შემდეგ გამართა შეხვედრა გაფართოებული შემადგენლობით, რომლის დასრულებისთანავეც ორი ქვეყნის ლიდერებმა მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

შეხვედრებზე საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და კონფლიქტის გადაჭრის გზებს. აღინიშნა, რომ უნგრეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მის მისწრაფებებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციასთან დაკავშირებით.

„მადლობას ვუხდი უნგრეთის პრეზიდენტს, რომ მონაწილეობას იღებენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში. აუცილებელია, ამ მისიამ შეძლოს თავისი მანდატის შესრულება - ჰქონდეს საშუალება მთლიან ტერიტორიაზე მოახდინოს თავისი ზედამხედველობა. ვაფასებთ უნგრეთის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი ყველა ფორმატში, უნგრეთი მხარს უჭერს ყველა ჩვენს რეზოლუციებს“,-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

თავის მხრივ, უნგრეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უნგრეთი აპირებს კიდევ უფრო აქტიურად დაუჭიროს მხარი საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე. მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. უნგრეთის პრეზიდენტის განმარტებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას. მათ შორის, იანოშ ადრეის განცხადებით, კარგი იქნება, თუ გაიზრდება უნგრეთიდან ტურისტების რაოდენობა. ამასთან, უნგრეთის პრეზიდენტის განცხადებით, ჰქონდა შესაძლებლობა, მოესმინა ქართველი მომღერლების მიერ შესრულებული სიმღერებისთვის და ამბობს, რომ მათმა შესრულებამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

უნგრეთის პრეზიდენტმა, იანოშ ადერმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო. იგი გმირთა მოედანზე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელთან ნათია სულავასთან ერთად იმყოფებოდა.

ამასთან, უნგრეთის პრეზიდენტმა „ვეფხისტყაოსნის“ მიხაი ზიჩის მიერ შესრულებული მინიატურების გამოფენა დაათვალიერა.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 18 მინიატურული ნამუშევარი და 1888 წელს გიორგი ქართველიშვილის მიერ გამოცემული ვეფხისტყაოსანი, რომელიც სწორედ უნგრელი მხატვრის მიერ არის ილუსტრირებული.

უნგრეთის პრეზიდენტი ვიზიტის ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესაც შეხვდება. იანოშ ადრეი ეწვევა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, მოინახულებს საოკუპაციო ხაზსს და იქ არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნობა.

უნგრეთის პრეზიდენტი თბილისს მეუღლესთან, ანიტა ჰერჩეხთან ერთად გუშინ ეწვია. ის ჩვენს ქვეყანას დღეს დატოვებს.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები