პოლიტიკა

მაია ცქიტიშვილი: „სოფლებში სიარული არ არის პიარი, ეს ჩვენი საქმიანობაა“

06.09.19 10:00


რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე „სოფლის მხარდაჭერის პროგრამაზე დეპუტატების შეკითხვას უპასუხა.

მინისტრობის კანდიდატმა განმარტა, რომ წლის დასაწყისში, როდესაც პროგრამა აღდგა მისი ბიუჯეტი 20 მილიონი ლარით განისაზღვრა. თუმცა, მოსახლეობასთან შეხვედრებმა ცხადყო პროგრამის მასშტაბის გაზრდის საჭიროება, რის გამოც მისი ბიუჯეტი გაორმაგდა და 40 მილიონი ლარი გახდა.

„ამ პროგრამით სოფლებმა შეძლეს მათთვის მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება. 4800-მდე პროექტი შეირჩა სოფლის მოსახლეობის მიერ და აქედან 2176 პროექტი უკვე დასრულებულია. სოფლის მიერ შერჩეული პროექტების უმეტესი ნაწილი კვლავ გზის პროექტია, თუმცა ძალიან საინტერესო იყო უშუალოდ დისკუსიის პროცესში მათი საჭიროებების მოსმენა - ეს არის წყლის პროექტები, საბავშვო მაღების მოწესრიგება, გარე განათება და ა.შ. ჩვენ ამ პროგრამას აუცილებლად გავაგრძელებთ და თუ ბიუჯეტი ამის საშუალებას მოგვცემს ვეცდებით, რომ ეს პროგრამა გავზარდოთ,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები