საზოგადოება

საქართველო საერთაშორისო იურიდიულ ფორუმს მასპინძლობს

06.09.19 15:10


საქართველო საერთაშორისო იურიდიულ ფორუმს მასპინძლობს, რომელიც აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ეკონომიკურ თანამშრომლობასა და თანამშრომლობის პროცესში საქართველოს როლს და პოტენციალს ეხება.

საერთაშორისო იურიდიული ფორუმი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზებითა და ევროპის ადვოკატთა ასოციაციის, ჰონგ კონგის ადვოკატთა ასოციაციის, ევროკავშირისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით იმართება. ღონისძიებას ესწრებიან იურისტები და ბიზნესწრეების წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნიდან.

ღონისძიება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა გახსნა. ღონისძიებაზე სიტყვით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ალავიძე, საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე, საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე ანა ჩერნიშოვა, ჰონგ კონგის ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე მელისა პანგი, ევროპის ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე მარია სლაზაკი და სხვადასხვა ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირები გამოვიდნენ.

​საერთაშორისო იურიდიული ფორუმი ეძღვნება ჩინეთის – „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ ეკონომიკურ ინიციატივას და მის ფარგლებში საქართველოს როლს, გახდეს აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი ეკონომიკური და სამართლებრივი ჰაბი. ფორუმის ფარგლებში ასევე მიმოიხილავენ ეკონომიკური თანამშრომლობის შესაძლებლობებსა და ინვესტიციების სამართლებრივ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს. საუბარი შეეხება მედიაციის ინსტიტუტის მნიშვნელობასა და იურიდიულ პროფესიებს შორის საერთაშორისო თანამშრომლობის გზებს.

​ფორუმი დღეს გაიხსნა და 7 სექტემბერს ღვინის ტურით დასრულდება.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები