ეკონომიკა

წლის დასაწყისიდან საქართველოს 3,4 მილიონზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია

02.08.16 19:05


ბოლო შვიდი თვის განმავლობაში საქართველოს 3 მლნ 400 ათას 335 საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 10,6%-ით ჭარბობს, განუცხადა ჟურნალისტებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი ჩოგოვაძემ.

ტურისტების რაოდენობაა — 1 მლნ 401 ათას 914, რაც 208 ათას 436-ით მეტია გასული წლის მაჩვენებელზე (+17,5%).

ტრადიციულად, ლიდერობენ ვიზიტორები მეზობელი ქვეყნებიდან. პირველ ადგილზეა აზერბაიჯანი (+15,1%), მას მოსდევს თურქეთი (+1,6%), სომხეთი (-0,8%), რუსეთი (+10,3%), უკრაინა (+24,3%).

რაც შეეხება ევროკავშირის ქვეყნებს, კვლავ შეიმჩნევა დადებითი დინამიკა. იანვარ-ივლისის პერიოდში საქართველო განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა სლოვაკეთის (+32,8%), ლატვიის (+25,1%), უნგრეთის (+21,4%), ჩეხეთისა (+19,5%) და იტალიის (+16,5%) მოსახლეობაში.

ამავე პერიოდში განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა იორდანიიდან (+472%), ირანიდან (+457%), პაკისტანიდან (+455%), ინდოეთიდან (+347%), შრი-ლანკიდან (+239%%), სირიიდან (+190%), ფილიპინებიდან (+186%) და ომანიდან (+163%).

მხოლოდ ივლისში საქართველოს 764 ათას 22 საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია, რაც 26 ათას 124 ადამიანით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე (ზრდა +3,5%).

იმ ტურისტებისა და ვიზიტორების რიცხვმა, რომლებიც საქართველოში ივლისში 24 საათითა და მეტი დროით ჩამოვიდნენ, 390 ათას 234 ადამიანი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 53 ათას 368 ადამიანით მეტია (ზრდა +15,8%).

ივლისის თვეში საქართველოს ევროკავშირის ქვეყნებიდან ყველაზე ხშირად სტუმრობდნენ გერმანიიდან (+18%), ლიტვიდან (+17%), საბერძნეთიდან (+14%) და დიდი ბრიტანეთიდან (+12%).

განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა ირანიდან (+575%), სირიიდან (+453%), ინდოეთიდან (+368%), ეგვიპტიდან (+263%) და საუდის არაბეთიდან (+112%).


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 721


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები