საზოგადოება
09.09.19 17:45
ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი“, თბილისის მერიის სსიპ „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი“ და შპს „ბათუმის სასწრაფო დახმარების ცენტრი“ ერთიანდება.
ამ დრომდე, საქართველოს მასშტაბით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სერვისის მიწოდებას აღნიშნული სამი სამსახური ტერიტორიული გადანაწილების პრინციპით ახორციელებს.
კერძოდ, რეგიონების მასშტაბით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სერვისს მოსახლეობას ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი“ აწვდის, დედაქალაქში ქ. თბილისის მერიის სსიპ „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი“ ოპერირებს, ხოლო ბათუმში - შპს „ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი“. აღნიშნული სამსახურების გაერთიანების შემდეგ, ერთიანი ცენტრი ჯანდაცვის სამინისტროს დაექვემდებარება.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრების გაერთიანება მიზნად ისახავს თანამედროვე, ერთიანი სისტემის ჩამოყალიბებას, რომელიც მიმართული იქნება მოსახლეობისთვის გადაუდებელი დახმარების სერვისის გაუმჯობესებასა და პაციენტის ინტერესებზე.
„ყველა ქმედება მიმართული იქნება ეფექტური მართვისკენ. ჩვენი სამიზნეა პაციენტი და მისთვის დროული და ხარისხიანი სერვისის მიწოდება. ამავე დროს, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი ეკიპაჟის წევრების, როგორც ფინანსური, ისე სამუშაო პირობები იყოს ღირსეული და მათ მიერ გაწეული პროფესიული საქმიანობის შესაბამისი. ასევე, ცალსახად მინდა აღვნიშნო, რომ ამ ცვლილებების ფონზე, თანამშრომელთა შემცირება არ იგეგმება.“ - განაცხადა სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ.
სასწარფო დახმარების ცენტრების გაერთიანების პროცესი წლის ბოლომდე დასრულდება. დღეიდან კი, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, აქტიური შეხვედრები და კონსულტაციები ყველა შესაბამის რგოლთან დაიწყება.
წყარო : /www .pia.ge/
წაკითხულია : 217
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0018.04.24
-
სეს-ი ლაბორატორიული კვლევისთვის აგროქიმიკატებისა და პესტიციდების 500-მდე ნიმუშს აიღებს
17:4018.04.24
-
17:2018.04.24
-
თინა ბოკუჩავა - ხალხისა და პარტნიორების მოწოდებები უნდა შეისმინონ
16:5018.04.24
-
აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, დასაზღვევი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი გაიზარდა
16:1518.04.24
-
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, იტალიის ქალაქ ვერონაში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
15:4418.04.24
-
15:2018.04.24
-
14:5918.04.24
-
14:2818.04.24
-
14:0018.04.24
-
13:3018.04.24
-
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
12:5518.04.24
-
12:3018.04.24
-
სალომე ზურაბიშვილი - რუსეთის სტრატეგიაა, რომ პროვოკაცია მოაწყოს საქართველოში
11:4418.04.24
-
10:2718.04.24
-
სალომე ზურაბიშვილი „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ვეტოს დაადებს
10:0018.04.24
-
18:0017.04.24
-
ირაკლი კობახიძე - კანონი არის ევროპული, რადგან ეფუძნება ერთ-ერთ უმთავრეს ევროპულ ღირებულებას
17:3117.04.24
-
ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს, ბო ლის შეხვდა
16:4617.04.24
-
16:0017.04.24
-
გრიგოლ ვაშაძე პარლამენტს ტოვებს
15:2917.04.24
-
მამუკა მდინარაძე - ევროპა არის გამჭვირვალობა, დემოკრატია და განვითარება
14:5117.04.24
-
კახა კალაძე - ყველაფერი გაკეთდება, რათა ქვეყანაში შენარჩუნებული იყოს სიმშვიდე
14:0017.04.24
-
40 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვის ტენდერი დასრულებულია
13:1517.04.24
-
12:4117.04.24
-
12:4117.04.24
-
11:4917.04.24
-
10:4217.04.24
-
რუსეთი ირანს რაშტ-ასტარას რკინიგზის საკითხთან დაკავშირებით აჩქარებს
23:4316.04.24
-
18:0016.04.24
-
17:2516.04.24
-
შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა
17:0016.04.24
-
16:2516.04.24
-
გიორგი ბოტკოველი - რუსული კანონი ხელს უშლის ბევრი აქტიური პროგრამის საქმიანობას
15:5016.04.24
-
მიხეილ სააკაშვილი - ივანიშვილმა ომი გამოუცხადა ქართველ ხალხს
15:1516.04.24
-
14:5016.04.24