პოლიტიკა

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვარი ჩაკეტა

10.09.19 10:15


ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვარი ჩაკეტა. ამის შესახებ სააგენტო „რეს“-ი ცხინვალის КГБ-ზე დაყრდნობით იუწყება.

დე ფაქტო ხელისუფლება აღნიშნულ გადაწყვეტილებას ქართულ მხარესთან დაძაბულობის გამწვავებით განმარტავს. ე.წ. სამხრეთ ოსეთის ცნობით, ე.წ. გამშვები პუნქტები მუშაობას ვითარების ნორმალიზების შემდეგ განაახლებენ.

სააგენტოს ინფორმაციით, გამშვები პუნქტების მუშაობა ვითარების დასტაბილურების შემდეგ იგეგმება.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება შიდაპოლიტიკური მიზნების მისაღწევად რეგიონში ახალ პროვოკაციებს გეგმავს.

„როგორც ჩანს, საქართველოს მმართველთა ახალ თაობებს ავიწყდებათ 2008 წლის გაკვეთილები,”- ამის შესახებ ცინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები