პოლიტიკა

ილჰამ ალიევმა გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავება მიულოცა

10.09.19 10:30


აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გიორგი გახარიას საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავება მიულოცა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტი მილოცვაში ხაზს უსვამს ორი ქვეყნის ისტორიულ კეთილმეზობლურ და მეგობრულ ურთიერთობებს და საქართველოს პრემიერს წარმატებულ საქმიანობას უსურვებს.

"მჯერა, შესანიშნავ ტრადიციებზე დამყარებული ჩვენი ურთიერთობები და სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენი ხალხის ინტერესების შესაბამისად კვლავაც განვითარდება და განმტკიცდება. გისურვებთ წარმატებებს საქმიანობაში, მეგობარი ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ", - აღნიშნულია ილჰამ ალიევის მილოცვაში, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან მიიღო.

98 ხმით, არც ერთის წინააღმდეგ, საქართველოს პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, ნდობა გუშინ გამოუცხადა.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები