პოლიტიკა

ნატოს ყოფილი გენმდივანი: ვთვლი, რომ პრეზიდენტ პუტინს მხოლოდ ერთი ენა ესმის, ეს არის ძალის ენა

10.09.19 12:40


ვთვლი, რომ პრეზიდენტ პუტინს მხოლოდ ერთი ენა ესმის, ეს არის ძალის ენა. რუსეთთან ურთიერთობებისთვის ჩვენ უნდა ვაჩვენოთ მტკიცე პოზიცია და ერთიანობა ევროპასა და აშშ-ს შორის, – ამის შესახებ ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა თბილისში ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ, რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.

“ჩვენ უნდა ვისაუბროთ ერთი ხმით და ვუთხრათ პუტინს, რომ რუსეთი გადარჩება თანამშრომლობით და არა კონფრონტაციით. მნიშვნელოვანია, რომ მტკიცედ ვაჩვენოთ, რომ საქართველო არ არის მარტო. ჩვენ ყველა აქ ვართ და ერთიან პოზიციას შევინარჩუნებთ. მე არ ვარ რუსეთის წინააღმდეგ განწყობილი, მე ვფიქრობ, რომ დასავლეთს და რუსეთს ბევრი საერთო ინტერესი აქვთ, როგორც ეკონომიკის, ისე უსაფრთხოების სფეროში, სადაც ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ, თუმცა კრემლის ხელმძღვანელობამ სხვაგვარად გადაწყვიტა. ერთადერთი გზა, რომ დავარწმუნოთ ისინი, მობრუნდნენ თანამშრომლობის გზაზე არის იმის დემონსტრირება, რომ აშშ და ევროპა ერთიანია სანქციებითა თუ სხვა ზომებით რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევაში, ვიდრე ისინი არ გააცნობიერებენ, რომ უფრო კონსტრუქციული ურთიერთობები უნდა ჰქონდეთ“, – განაცხადა ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა.





წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები