პოლიტიკა

შოთა შალელაშვილი დეპუტატის მანდატს ტოვებს

10.09.19 13:00


საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შოთა შალელაშვილი დეპუტატის მანდატს ტოვებს. აღნიშნული ინფორმაცია დეპუტატმა „ინტერპრესნიუსს“ თავად დაუდასტურა.

შოთა შალელაშვილმა შესაბამისი განცხადებით პარლამენტის თავმჯდომარეს უკვე მიმართა.

თავის მხრივ, პარლამენტის თავმჯდომარის აპარატში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, რომ დეპუტატი შოთა შალელაშვილი პარლამენტის დატოვების მიზეზად ასახელებს იმას, რომ ბიზნესსაქმიანობას უბრუნდება.

შოთა შალელაშვილი პარლამენტში "ქართული ოცნების" პროპორციული სიით არის არჩეული და მანდატის დატოვების შემდეგ მას "ქართული ოცნებიდან" სიით მომდევნო კანდიდატი ჩაანაცვლებს.





წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები