პოლიტიკა

საერთაშორისო კონფერენციაზე ირმა ინაშვილსა და დევიდ კრამერს შორის შელაპარაკება მოხდა

10.09.19 16:20


თბილისში ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე ხმაური იყო.

კონფერენციაზე ტელეკომპანია „ობიექტივის“ გადამღებ ჯგუფთან ერთად მივიდა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი, რომელსაც სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცეს. ამასთან, „ობიექტივის“ ჟურნალისტი აპროტესტებდა, რომ კონფერენციაზე არ მისცეს უფლება, კითხვა დაესვა.

ცოტა ხნის შემდეგ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერთან მივიდა ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დევიდ კრამერი, რომელმაც ჟურნალისტებს და ინაშვილს მოუწოდა, შენობიდან გასულიყვნენ, რის შემდეგაც კრამერსა და ინაშვილს შორის შელაპარაკება მოხდა.

„გუშინ ჩვენზე იყო საუბარი მთელი დღის მანძილზე. ბრალს გვდებდნენ, ცილს გვწამებდნენ. მოვედი აქ, რომ მომესმინა და შემდეგ რამდენიმე წუთით მოხსენება წამეკითხა. ხომ არ შეიძლება შენ გდებდნენ ბრალს და შენ არ გქონდეს საშუალება, პასუხი გასცე“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები