პოლიტიკა

ლინას ლინკევიჩუსმა გიორგი გახარიას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი ლიეტუვას მტკიცე მხარდაჭერა დაუდასტურა

10.09.19 17:40


ლიეტუვა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის აქტიური, მკაფიო მხარდამჭერია და ამ მიმართულებიდახმარებას მომავალშიც განაგრძობს, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრისას განაცხადა.

ყურადღება გამახვილდა სხვადასხვა სფეროში საქართველო-ლიეტუვის მჭიდრო ორმხრივ ურთიერთობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში აქტიურ თანამშრომლობაზე.

პოზიტიურად შეფასდა ქვეყანაში განხორციელებული რეფორმები, მათ შორის საარჩევნო სისტემის დახვეწის მიმართულებით, კერძოდ, მომავალი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება.

საუბარი ასევე რეგიონში მიმდინარე პროცესებს და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობასაც შეეხო. ხაზი გაესვა საერთაშორისო პარტნიორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების საკითხის მაღალ დონეზე განხილვის აუცილებლობას, როგორც საერთაშორისო ფორმატებში, ასევე რუსეთთან ორმხრივ დიალოგში. ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერა.

შეხვედრისას, ხაზგასმით აღინიშნა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი. პრემიერმა ნატოსთან გააქტიურებულ ურთიერთობებზე და ამ კონტექსტში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტზეც ისაუბრა, რომელიც საქართველოში უახლოეს მომავალში იგეგმება.

მთავრობის მეთაურმა ლიეტუვას საქართველოს აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

აღნიშნულ ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები