პოლიტიკა
11.09.19 10:45
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად თეიმურაზ შარაშენიძე, ქუვეითში - კონსტანტინე ჟღენტი, ხოლო ვატიკანში ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანბატონი დაინიშნა.
უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე მდიდარ დიპლომატიური გამოცდილებას ფლობს. იგი 1996 წლიდან სხვადასხვა პოზიციებზე საქმიანობდა საქართველოს დიპლომატიურ სამსახურში. 2011-2018 წლებში გახლდათ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი. მანამდე 2004-2008 წლებში გახლდათ ბულგარეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. სხვადასხვა წლებში მუშაობდა თურქეთის რესპუბლიკასა და ბულგარეთში საქართველოს გენერალური კონსულად.
თეიმურაზ შარაშენიძე ასევე გახლავთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი. მას მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.
ქუვეითის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კონსტანტინე ჟღენტი 2013-2018 წლებში გახლდათ უზბეკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. საგარეო უწყებაში მრავალწლიანი მოღვაწეობის განმალობაში კონსტანტინე ჟღენტი მუშაობდა სხვადასხვა დიპლომატიურ თანამდებობებზე. სხვადასხვა დროს იგი გახლდათ საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის, ასევე ევროპისა და ამერიკის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორი, 2004-2005 წლებში კი ეკავა ავსტრიისა და უნგრეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობა.
1997-2000 წლებში იგი გახლდათ იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი, ხოლო 2006-2008 წლებში - ავსტრიისა და უნგრეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და ეუთო-სა და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი. კონსტანტინე ჟღენტი 2018 წლიდან დღემდე არის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური და კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი.
წმინდა საყდართან (ვატიკანში) საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანბატონი დაინიშნა. მას ვატიკანში საქართველოს ელჩის თანამდებობა ეკავა 2004-2014 წლებშიც. 2009 წელს მას მიენიჭა საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი, ამავე წელს დააჯილდოვეს ანჰალტების საგვარეულოს „ალბრეხტის დათვის“ დიდი ჯვრით.
ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანბატონი ასევე დაჯილდოებულია ანტონ I ბაგრატიონის სახელობის ოქროს მედლით, მალტის სუვერენული სამხედრო ორდენისა და წმინდა საყდრის პიუს IX ორდენის დიდი ჯვრებით. 1995 წელს, ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანბატონს მიენიჭა საქართველოს საპატიო მოქალაქეობა. ქეთევან ბანგრატიონ-მუხრანბატონი 1991-2004 წლებში გახლდათ იტალიურ-ქართული ასოციაციას „წმინდა გიორგის ფარი“- ს (ქ.რომი,იტალია) პრეზიდენტი. იგი ასევე ხელმძღვანელობდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „მონიკ“-ს.
წყარო : /www .pia.ge/
წაკითხულია : 199
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
მამუკა მდინარაძე - გადაჭრით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაჟორიტარებთან შეთანხმება შედგება
18:0009.12.19
-
17:4009.12.19
-
ივანე მაჭავარიანი: საწარმოები დაიყოფა სახელმწიფო კორპორაციებად და სამთავრობო საწარმოებად
17:2009.12.19
-
მეწამორის ატომური ელექტროსადგური, როგორც ომის დეტონატორი
17:0009.12.19
-
16:4009.12.19
-
ჯანდაცვის მინისტრი რესპუბლიკური საავადმყოფოს წარმომადგენლებს შეხვდა
16:2009.12.19
-
გიორგი გახარია - ჩვენი მთავარი ამოცანა და გამოწვევა გახლავთ სამუშაო ადგილები
16:0009.12.19
-
15:4009.12.19
-
შსს-მ დირბში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 1 პირი
15:2009.12.19
-
კახეთის გზატკეცილზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
15:0009.12.19
-
ილია მეორე: რაღა საზღვარგარეთ მიდიხართ, აქ უნდა მიხედოთ თქვენს მამულს, ხელიდან გვეცლება მიწები
14:4009.12.19
-
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის საკითხზე ექსპერტთა შეხვედრა გაიმართება
14:2009.12.19
-
იანვარ-ნოემბერში საქართველოს აეროპორტების მგზავრთნაკადი ოთხი პროცენტით გაიზარდა
14:0009.12.19
-
წულუკიანი ევროპარლამენტარებს: ქართულ პენიტენციურ სისტემაში არ არიან პოლიტპატიმრები
13:4009.12.19
-
„საპენსიო სააგენტოს“ დირექტორი ლევან სურგულაძე ადასტურებს, რომ გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა
13:2009.12.19
-
ანდრიუს კუბილიუსი: პროპორციულ სისტემას არჩევნებზე გაცილებით დაბალანსებული შედეგის მოტანა შეუძლია
13:0009.12.19
-
არჩილ თალაკვაძე: საპარლამენტო უმრავლესობისთვის რთულია, როდესაც აზრები გაყოფილია
12:4009.12.19
-
მდინარაძე 2024 წლის საარჩევნო მოდელზე ივანიშვილის ახალ ინიციატივას აანონსებს
12:2009.12.19
-
პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭს 11 დეკემბერს უყრიან
12:0009.12.19
-
პეტრას ასტრევოჩუსი: პოლიტიკური კრიზისის შესაჩერებლად ყველა მხარეს დიალოგისკენ მოვუწოდებთ
11:4509.12.19
-
თბილისში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის სესია დღეს ოფიციალურად გაიხსნება
11:3009.12.19
-
ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი დღეს ბრიფინგს გამართავს
11:1509.12.19
-
11:0009.12.19
-
ბექაურის განცხადების შემდეგ პოლიციელებისგან შესაძლო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო
10:4509.12.19
-
არჩილ თალაკვაძე: პროცესი ნორმალურ პოლიტიკურ კალაპოტში ბრუნდება
10:3009.12.19
-
ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები საარჩევნო სისტემაზე მორიგ შეხვედრას მართავენ
10:1509.12.19
-
10:0009.12.19
-
დავით ზალკალიანი ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს, მიროსლავ ლაიჩაკს შეხვდა
18:0006.12.19
-
თბილისის მერია ქალთა ძალადობის საწინააღმდეგო მსოფლიო კამპანიას შეუერთდა
17:4006.12.19
-
მაია ცქიტიშვილი: არ მგონია, სრულ მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლა უპრიანი იყოს
17:2006.12.19
-
პრეზიდენტს სლოვაკეთის ელჩმა და 8 ქვეყნის არარეზიდენტმა ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცეს
17:0006.12.19
-
კახა კალაძე: დღეს ჩვენ არ გვაქვს იმის რესურსი, რომ კონსტიტუციაში რაიმე ცვლილება განხორციელდეს
16:4006.12.19
-
კონსტანტინე კოსაჩოვი: საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებით ვართ დაინტერესებული
16:2006.12.19
-
"ქართული ოცნება" 14 დეკემბერს მასშტაბურ შეკრებას გეგმავს
16:0006.12.19
-
15:4006.12.19
-
ირაკლი ლექვინაძე ლიეტუვის კონკურენციის საბჭოს თავმჯდომარეს შეხვდა
15:2006.12.19