პოლიტიკა

ლატვიაში საქართველოს ელჩი თეა მაისურაძე ლატვიის რესპუბლიკის საეიმას სპიკერის მოადგილეს შეხვდა

11.09.19 11:30


ლატვიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეა მაისურაძე ლატვიის რესპუბლიკის საეიმას სპიკერის მოადგილეს, ინესე ლიბინა-ეგნერეს შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობას შეეხო. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია საერთაშორისო ფორმატებში, მათ შორის ევროპის საბჭოში, ქვეყნებმა ის პრინციპები და ღირებულებები დაიცვან, რის გარშემოც გაერთიანდნენ.

სამინისტროს ცნობით, სპიკერის მოადგილის მხრიდან კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ლატვიის მხარდაჭერა საქართველოსადმი, უპირველესად მისი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომავალშიც გააგრძელებენ მჭიდრო თანამშრომლობას.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები