პოლიტიკა

"მხარს ვუჭერთ საქართველოს სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკას" - ჯეიმს აპატურაი

11.09.19 12:00


ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის საკითხზე ისაუბრა.

მისი თქმით, ის მხარს უჭერთ საქართველოს სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკას და ყურადღებით აკვირდებან რუსეთის მიერ ბორდერიზაცის პროცესს.

"მივესალმებით ევროკავშირის ჩართულობას და ამ საკითხზე ვესაუბრებით რუსეთს ნატო - რუსეთის საბჭოს ფორმატში. ძალიან მნიშვნელოვანია და ვაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ ეს თემა იყოს საერთაშორისო დღის წესრიგში. ნატოს ყველა განცხადებაში წერია, რომ ალიანსი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და ნატო მოუწოდებს მუდმივად რუსეთს შეასრულოს აღებული ვალდებულებები, პატივი სცეს მეზობელი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. საქართველოს მოქალაქეები დარწმუნებულები უნდა იყვნენ, რომ ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას. ნატო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკას, მიზანდასახულობას და დიპლომატიური გზებით, მშვიდობიანი გზებით კონფლიქტების მოგვარებისკენ სვლას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

ყველამ ვნახეთ უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების გაცვლა. ეს აჩვენებს, რომ დიპლომატიურ დონეზე მცირეოდენი პროგრესის შანსი არსებობს" - აღნიშნა აპატურაიმ.





წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 460


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები