პოლიტიკა

საოკუპაციო ძალები, თბილისის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის ორ ლოკაციაზე უკანონო სამუშაოებს აწარმოებენ

11.09.19 15:15


საოკუპაციო ძალები, ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ორ ლოკაციაზე უკანონო სამუშაოებს აწარმოებენ.

როგორც „კვირას“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, ოკუპირებულ სოფელ წნელისში კი, საოკუპაციო ძალების ე.წ. “საგუშაგო“ განთავსებულია.

„აღნიშნული წარმოადგენს უკიდურესად სახიფათო და დესტრუქციულ ქმედებას, რაც სერიოზულად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს და დამატებით პრობლემებს უქმნის ადგილობრივ მკვიდრ მოსახლეობას საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი. პროცესში ჩართულნი არიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარები. ასევე ინფორმირებულია ყველა საერთაშორისო პარტნიორი“,-აღნიშნეს უწყებაში.





წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები