პოლიტიკა

დავით ზალკალიანი უზბეკეთის ოლი მეჯლისის სენატის ვიცე-სპიკერს შეხვდა

11.09.19 16:40


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი უზბეკეთის ოლი მეჯლისის სენატის ვიცე-სპიკერს სადიკ საფაროვს შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტორდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოს სატრანზიტო პოტენციალისა და უზბეკეთის საერთაშორისო სატრანზიტო პროექტებში ჩართულობის შესაძლებლობა მიმოიხილეს. ასევე, აღინიშნა ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვის კიდევ უფრო გაზრდის დიდი პოტენციალი და მხარეების მზაობა ინტენსიურად იმუშაონ აღნიშნული მიმართულებით.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, უზბეკეთი დაინტერესებულია გაიზიაროს საქართველოს წარმატებული რეფორმების გამოცდილება მრავალი მიმართულებით, მათ შორის კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, სახელმწიფო სერვისების გაუმჯობესების და ტურიზმის სფეროში გატარებული რეფორმების მიმართულებით.

„შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და უზბეკეთს შორის არსებულ ისტორიულ კულტურულ კავშირებს, ამ მხრივ მაღალი შეფასება მიეცა დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წელთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის წევრის ირაკლი მეზურნიშვილის მხრიდან დოკუმენტური ფილმის მომზადებას.

საუბარი შეეხო საქარველო-უზბეკეთს შორის საპარლამენტო ურთიერთობებს, მათ შორის უზბეკეთის მხარემ გამოხატა დაინტერესება საქართველოს პარლამენტის წევრები მიიწვიოს უზბეკეთში დაგეგმილ საპარალმენტო არჩევნებზე დამკვირვებლების ფორმატში.

აღსანიშნავია, რომ ოლი მეჯლისის სენატის ვიცე-სპიკერთან შეხვედრას ასევე ესწრებდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, უზბეკეთთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე სიმონ ნოზაძე და ირაკლი მეზურნიშვილი, საქართველოს ელჩი უზბეკეთის რესპუბლიკაში ზურაბ აბდუშელიშვილი.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს უზბეკეთის აღმსარულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ასევე სიტყვით გამოვა ტაშკენტში საქართველო-უზბეკეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები