პოლიტიკა

კალაძე: თბილისისა და ბაქოსთვის „აღმოსავლეთ-დასავლეთის“ენერგოდერეფანი მნიშვნელოვანია

16.05.16 21:55


საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ენერგეტიკული დერეფნის „აღმოსავლეთ-დასავლეთის“ მნიშვნელობა აღნიშნა, რომელიც აზერბაიჯანული ნავთობის მსოფლიო ბაზარზე გატანას ემსახურება.

საქართველო და აზერბაიჯანი ენერგეტიკული დერეფნის „აღმოსავლეთ-დასავლეთის“ 20 წლისთავს აღნიშნავენ, რომელსაც საფუძველი ბაქო-სუფსის ნავთობსადენით ჩაეყარა. საქართველოში ამასთან დაკავშირებით აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი არტურ რასიზადე და ენერგეტიკის მინისტრი ნატიგ ალიევი ჩამოვიდნენ.

ეს შეთანხმება საქართველოს ტრანზიტული ქვეყნის როლის დაბრუნებაში დაეხმარა, აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

ნავთობსადენი ბაქო-სუფსა ექსპლუატაციაში 1999 წელს შევიდა აზერბაიჯანიდან საქართველოს შავი ზღვის სანაპირომდე ნავთობის ტრანსპორტირების მიზნით, 1999 წელს ექსპლუატაციაში ბაქო-სუფსის ნავთობსადენი შევიდა. წელს ნავთობსადენის სიგრძე 830 კილომეტრია, ხოლო მისი გამტარუნარიანობა — დაახლოებით 7 მილიონი ტონა ნავთობი წელიწადში (140 ათასი ბარელი დღეში).


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 82


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები