ეკონომიკა

ტრისტან წითელაშვილი საიდუმლო ობიექტებზე ყოფნას უარყოფს

02.08.16 20:25


პოლკოვნიკი ტრისტან წითელაშვილი საიდუმლო ობიექტებზე ყოფნას და, შესაბამისად, საიდუმლო ობიექტებზე ჩაწერა-გადაღებას უარყოფს.

”მე საიდუმლო ობიექტებზე არ ვყოფილვარ და, შესაბამისად, არც გადაღება და არც ჩაწერა არ მიწარმოებია. მე ვიყავი თელეთის მთაზე, სადაც გენერალური შტაბის უფროსობის დროს გიგი კალანდაძეს გადაყვანილი ჰყავდა მოპარული ტექნიკა. მზად ვარ ვითანამშრომლო პროკურატურასთან და მივაწოდო ის ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია მოპარულ თანხებთან, რომელიც მოიპარეს სააკაშვილმა, კეზერაშვილმა, ახალაიამ, კალანდაძემ და ა.შ.”, – განუცხადა ჟურნალისტებს წითელაშვილმა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „პოსტ სკრიპტუმის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი, გენერალი გიგი კალანდაძე ამტკიცებს, რომ აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე აშენებული საიდუმლო სამხედრო ობიექტების კოორდინატები და მთელი ინფორმაცია, მინდია ჯანელიძის მინისტრობის დროს, სხვა ქვეყნის სპეცსამსახურების ხელში აღმოჩნდა.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 406


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები