საზოგადოება

თამარ მეარაყიშვილმა შიმშილობა დაიწყო

12.09.19 12:30


ახალგორელი აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი, რომელსაც აქტივიზმის გამო დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში დევნიან, შიმშილობას იწყებს. მეარაყიშვილი წერს, რომ შიმშილობის დროს ის მხოლოდ წყალს მიიღებს.

აქტივისტი განმარტავს, რომ პროტესტის უკიდურეს ფორმას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმდჯომარეების ყურადღების მისაპყრობად და მომავალ კვირას, მათთან შესახვედრად მიმართავს.

“დღეიდან ვიწყებ შიმშილობას. მხოლოდ წყალს მივიღებ. პროტესტის ამ უკიდურეს ფორმას მივმართავ იძულებით – მინდა შემხვდნენ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები. ხელისუფლებიბს მხრიდან, მესამე წელია სრულიად მიტოვებული ვარ. ცოცხალი თითქოს არავის ვაინტერესებ.

ჩემი პროტესტი, მხოლოდ ცხინვალს არ ეხება, ეხება თბილისსაც.

ჟურნალისტებს გთხოვთ დაინტერესდეთ, რათა ჩემს შესახებ ვროტესტის ადრესატებმა გაიგონ,“- წერს აქტივისტი განცხადებაში, რომელიც მან ფეისბუკზე გამოაქვეყნა.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები