პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსმა, გიორგი ჭოლაძემ თანამდებობა დატოვა

12.09.19 13:10


საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსმა, გიორგი ჭოლაძემ თანამდებობა ოფიციალურად დატოვა. ამის შესახებ გიორგი ჭოლაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

„ყველა ვერ ესწრებოდა დღევანდელ (ბოლო) დილის შეკრებას. დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს გვერდში დგომისთვის. წარმატებები“, – წერს გიორგი ჭოლაძე „ფეისბუქში“.

აპარატის უფროსს უფლებამოსილება ახალი პრემიერ-მინისტრის დამტკიცების შემდეგ ავტომატურად შეუწყდა, თუმცა დღეს ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ ჭოლაძე აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობას აღარ გააგრძელებს.

გიორგი ჭოლაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსის თანამდებობაზე მამუკა ბახტაძის პრემიერ-მინისტრობისას დაინიშნა.

მანამდე ის მამუკა ბახტაძესთან ერთად მუშაობდა ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს რკინიგზაში.

არსებული ინფორმაციით, გიორგი ჭოლაძე მუშაობას სხვა სახელმწიფო უწყებაში გააგრძელებს.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები