პოლიტიკა

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ბრაზილიელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

12.09.19 13:30


საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა მიღებაზე მიწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა. მან საქართველოს მთავრობის სახელით, ბრაზილიელ ხალხს ეროვნული დღე მიულოცა და კეთილდღეობა უსურვა.

მან ასევე, ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და დადებითად შეაფასა საქართველოსა და ბრაზილიას შორის სხვადასხვა სფეროში მჭიდრო თანამშრომლობა.

მინისტრის პირველმა მოადგილემ ყურადღება გაამახვილა საქართველო-ბრაზილიის სავაჭრო ურთიერთობებზე და ხაზი გაუსვა მიმდინარე წელს დაგეგმილ საქართველო-ბრაზილიის ბიზნეს ფორუმის მნიშვნელობას, ისევე როგორც ბოლო წლებში მაღალი დონის ვიზიტების დადებით დინამიკას ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით.

სიტყვით გამოსვლისას ვახტანგ მახარობლიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა ბრაზილიაში საქართველოს საპატიო კონსულების დანიშვნის მნიშვნელობა ქვეყნებს შორის ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების გაღრმავების საქმეში.

„ჩვენ ვაფასებთ ბრაზილიის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. მაღალი დონის ვიზიტები ამყარებს ჩვენს პარტნიორობას, მანძილი არ წარმოადგენს დაბრკოლებას, როცა არსებობს ძლიერი სურვილი და მოტივაცია, ბრაზილიასა და საქართველოს აერთიანებს საერთო ფასეულობები, რომელიც საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს ეფუძნება“-აღნიშნა ვახტანგ მახარობლიშვილმა.

საქართველოში ბრაზილიის საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ბიზნესისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ვახტანგ მახარობლიშვილმა მადლობა გადაუხადა ბრაზილიურ მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის, როგორც ორმხრივ ისე მრავალმხრივ ფორმატებში და გამოთქვა იმედი, რომ საქართველოსა და ბრაზილიას შორის ურთიერთობა კიდევ უფრო მჭიდრო და ნაყოფიერი გახდება.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები