პოლიტიკა

პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მიიღო

12.09.19 15:50


პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მედლინ მუნი მიიღო.

მედლინ მუნი საქართველოს ნატოს საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში მედლინ მუნი შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძესთან მართავს. შემდეგ კი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილსა და საქართველოს თავდაცვის მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება.

დაგეგმილია შეხვედრები თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარესთან, ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელთან, ირაკლი სესიაშვილთან და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავასთან.

საქართველოს პარლამენტში შეხვედრები გაიმართება საქართველო-ნატოს საპარლამენტთაშორისო საბჭოს წევრებთან, საპარლამენტო ფრაქციების და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებთან. მედლინ მუნი ნატოს სამეკავშირეო ოფისის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება.

პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის მონახულება. ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ასევე მოინახულებს ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლს სოფელ დიდ ხურვალეთში.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები