პოლიტიკა

“უზბეკეთი დაინტერესებულია გამოიყენოს საქართველოს უნიკალური სატრანზიტო პოტენციალი მსოფლიო ბაზრებზე გასასვლელად”

12.09.19 17:00


უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი აბდულაზიზ კამილოვი მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის ვიზიტს უზბეკეთის რესპუბლიკაში.

ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, კამილოვის განცხადებით, დავით ზალკალიანს დიდი წვლილი მიუძღვის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებაში არა მხოლოდ მინისტრის რანგში, არამედ იმ პერიოდიდან მოყოლებული როდესაც იგი უზბეკეთში მსახურობდა როგორც საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი.

„მინდა მივესალმო ჩემს მეგობარს და კოლეგას დავით ზალკალიანს, მის პირველ ოფიციალურ ვიზიტში უზბეკეთში. აღნიშნული ვიზიტი ხორციელდება ორი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს პერიოდში, როდესაც აღინიშნება დიპლომატური ურთიერთობების 25 წლის იუბილე. დავით ზალკალიანს დიდი წვლილი მიუძღვის ამ ურთიერთობების განვითარებაში არა მხოლოდ მინისტრის რანგში, არამედ მისი მოღვაწეობისას საქართველოს ელჩის რანგში. ეს ჩვენს ურთიერთობას სძენს დამატებით სიახლოვესა და სითბოს”-განაცხადა კამილოვმა.

მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი დაეთმო როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის საკითხებს და არსებულ პერსპექტივებს. უზბეკეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით უზბეკეთი დაინტერესებულია ითანამშრომლოს საქართველოსთან სატრანსპორტო-საკომუნიკაციო მიმართულებით და გამოიყენოს საქართველოს სატრანზიტო ინფრასტრუქტურა უზბეკეთის გასასვლელად მსოფლიო ბაზრებზე „ჩვენ დაინტერესებული ვართ გამოვიყენოთ საქართველოს ინფრასტრუქტურა, განსაკუთრებით ისეთი პროექტები როგორიც არის ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა. ასევე ინტერესი გაგვაჩნია საპორტო ინფრასტრუქტურის მიმართ ფოთში, ბათუმში, ანაკლიაში, დაინტერესებული ვართ უზბეკეთს შესაძლებლობა გავიდეს მსოფლიო ბაზრებზე და ამ მხრივ თქვენი გეოგრაფია უნიკალურია”-განაცხადა უზბეკეთის საგარეო უწყების ხელმღვანელმა.

მისი განცხადებით საქართველოსა და უზბეკეთს გააჩნიათ საერთო ხედვა ბევრ მსოფლიო და რეგიონალური დონის საკითხზე და ბრწყინვალე თანამშრომლობა აკავშირებთ როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უზბეკეთს პირველი ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს. ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა უკვე გამართა შეხვედრა უზბეკ კოლეგასთან, ასევე უზბეკეთის ოლი მეჯლისის სენატის ვიცე-თავმჯდომარესთან. დაგეგმილიa მისი შეხვედრა უზბეკეთის ვიცე-პრემიერთან. ვიზიტის ფარგლებში დავით ზალკალიანი უმასპინძლებს უზბეკეთში საქართველოს საელჩოს მიერ გამართულ მასშტაბურ კულტურულ ღონისძიებას, რომელიც ეძღვნება საქართველო-უზბეკეთის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილეს.






წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 334


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები