პოლიტიკა

"ყურადღებით დავაკვირდებით პარლამენტის როლს მოსამართლეების შერჩევის პროცესში"- ევროკავშირის ელჩი

13.09.19 11:50


ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესზე საუბრობს და იმედს გამოთქვამს, რომ "პარლამენტი შეძლებს ითამაშოს გადამწყვეტი როლი იმისთვის, რომ შეირჩნენ მაღალი პროფესიული სტანდარტისა და ასევე მაღალი პიროვნული სტანდარტის მქონე მოსამართლეები".

„მე პირადად ვიყავი ჩართული იმ პროცესში, რომელიც მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევას უძღოდა წინ. სამუშაო ჯგუფის ფორმატში იყო შეხვედრები, ასე რომ, ინტერესით ვადევნებ თვალს. შერჩევის პროცესი იყო კარგი და იმედი მაქვს, რომ პარლამენტი შეძლებს ითამაშოს გადამწყვეტი როლი იმისთვის, რომ შეირჩნენ მაღალი პროფესიული სტანდარტისა და ასევე მაღალი პიროვნული სტანდარტის მქონე მოსამართლეები. სწორედ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა ეუთო/ოდირის მონიტორინგი ამ პროცესთან დაკავშირებით, სადაც გამოთქმულია გარკვეული წუხილი ამ პროცესის ხარისხთან დაკავშირებით. მე უკვე დავიწყე საუბრები ქართული მხარის წარმომადგენლებთან ამ თემასთან დაკავშირებით, რასაც გავაგრძელებ და ძალიან ყურადღებით დავაკვირდებით პარლამენტის როლს მთელ ამ პროცესში, რადგანაც სასამართლო სისტემა ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების განხილვისა და მათთან გასაუბრების პროცესი იწყება.





წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები