საზოგადოება

მიხეილ ბატიაშვილი მსოფლიო ბანკის ახალ რეგიონულ ხელმძღვანელს შეხვდა

13.09.19 12:30


საქართველოს განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და მინისტრის მოადგილემ ირინე აბულაძემ მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელს სებასტიან მოლინეუს შეხვდნენ და განათლების საფეხურზე მიმდინარე კომპლექსური რეფორმის დეტალებზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე და განსაზღვრეს ის სფეროები,რომლებშიც მსოფლიო ბანკი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან აქტიურად ითანამშრომლებს.

მსოფლიო ბანკთან ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე, ახლო მომავალში დაიწყება მსხვილი პროექტის „ინოვაცია, ინკლუზია და ხარისხი,- Georgia I2Q“ განხორციელება.

პროექტი მოიცავს რამდენიმე მნიშვნელოვან კომპონენტებს ესენია: სკოლამდელ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და ხარისხის გაუმჯობესება, ასევე, სკოლამდელი განათლების პედაგოგების სახელფასო პოლიტიკის მოწესრიგება, საერთაშორისო სტანდარტის ზოგადი განათლების სწავლა-სწავლების ხარისხის დანერგვა და მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, განათლების დაფინანსების მოდელების განვითარება, მათ შორის, უმაღლესი განათლების ევროპულ სისტემაში სრული ინტეგრაციისათვის დაფინანსების ახალი მოდელის დანერგვა,განათლების საინფორმაციო მართვის ეფექტური სისტემის დანერგვა.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები