პოლიტიკა

"ევროპული საქართველო" პარტიებს მოუწოდებს, უარი თქვან "ქართულ ოცნებასთან" კოალიციური მთავრობის შექმნაზე

13.09.19 12:45


„ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები" ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებს, მოუწოდებენ გამოხატონ პოზიცია, აპირებენ თუ არა, არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილის გუნდთან კოალიციაში შესვლას.

ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე გიგი უგულავამ, გიგა ბოკერიამ და სანდრო ბარამიძემ განაცხადეს.

"ჩვენ გვაქვს ეროვნული ამოცანა, რომ ივანიშვილის და მისი რეჟიმის ხელისუფლება მშვიდობიანად დავასრულოთ არჩევნების გზით, ჩვენ გვაქვს ეროვნული ამოცანა, რომ არ დავუშვათ ქვეყნის გადახვევა იმ კურსიდან, რომელიც საუკუნეების წინ იქნა არჩეული ყოველგავარი პატეთიკის გარეშე, რომელსაც აქვს ძირები ჩვენს ღრმა არჩვენაში და ამ არჩევნის გარეშე რომელშიც შეუძლებელია საქართველოს ღირსეულ ქვეყნად ჩამოყალიბება" - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

"ევროპული საქართველო" და "თავისუფალი დემოკრატები" ამ საკითხზე პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებისთვის და საჭიროების შემთხვევაში ამავე საკითხზე მემორანდუმის ტექსტზე მუშაობის დაწყებისთვის.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები