საზოგადოება

სისხლიანი გარჩევა რუსთაველის გამზირზე: პოლიციამ 19 წლის ახალგაზრდა დააკავა

13.09.19 14:00


სამართალდამცავებმა განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე 19 წლის მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა 12 სექტემბერს რუსთაველის გამზირზე 21 წლის ახალგაზრდა მამაკაცი დანით დაჭრა და ადგილიდან მიიმალა.

დაზარალებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა და მის ჯანმრთელობას ამ დროისთვის საფრთხე არ ემუქრება.

პოლიციამ დამნაშავე თბილისში ცხელ კვალზე დააკავა და დანაშაულის ჩადენილი იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 280


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები